ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო მცველების სია გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ფიფამ გააცხადა იმ მცველების სია, რომლებიც წლის სიმბოლური ნაკრების ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ დასახელებული დაცვის ხაზის 20 მოთამაშიდან ოთხ რჩეულს ხმის მიცემით ყველა ქვეყნის 50 ათასი პროფესიონალი ფეხბურთელი გამოავლენს.

აღსანიშნავია, რომ ოცეულში ხუთი "ბარსელონას",  ოთხი კი ლონდონის "ჩელსის" უკანახაზელია.

ფიფას სია ასე გამოიყურება:
კარლოს პუიოლი, ჟერარ პიკე, ხავიერ მასკერანო, ხორდი ალბა, დანი ალვეში (ყველა "ბარსელონა"), ეშლი კოული, დავიდ ლუისი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ჯონ ტერი (ყველა "ჩელსი"), მარსელო, პეპე, სერხიო რამოსი (ყველა "რეალი"), პატრის ევრა, რიო ფერდინანდი (ორივე
"მანჩესტერი"), გარეთ ბეილი ("ტოტენჰემი"), ჯორჯო კიელინი ("იუვენტუსი"), ვენსან კომპანი ("მანჩესტერ სიტი"), მატს ჰუმელსი ("ბორუსია"), ფილიპ ლამი ("ბაიერნი"), ტაიგო სილვა (პსჟ).

2012 წლის მსოფლიო ნაკრების შემადგენლობა ციურიხში, ცერემონიალზე გაცხადდება, რომელიც 2013 წლის 7 იანვარს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
2012 წლის საუკეთესო მეკარის წოდებაზე ნომინანტები დასახელდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული