სქოთთა პრემიერლიგის ამბავი მოგეხსენებათ: ორი გუნდი სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას - "რეინჯერსი" და "სელტიკი". ყველაფერი მათ შორის წყდება, ჰოდა გუშინდელი ტურიც სწორედ ამით გახლდათ საინტერესო. ამრიგად, შოტლანდიაში, "ოლდ ფირმ დერბის" დღე იყო ანუ ერთმანეთს გლაზგოს გუნდები ხვდებოდნენ. მასპინძელი "სელტიკი" იყო, მაგრამ ვაგლახ, ნილ ლენონის გუნდს 61 ათასი გულშემატკივრის ცნობილმა შოტლანდიურმა ღრიანცელმა ვერ უშველა - 3:1, ასე გაიმარჯვა ჩემპიონმა "რეინჯერსმა" და ცხრილში ორხელისუფლებიანობა დაირღვა.
არადა, ანგარიში თავიდან მასპინძლებმა გახსნეს, გერი ჰუპერმა "რეინჯერსს" პირველი ტაიმის მიწურლს, მსაჯის წამატებულ წუთებში გაუტანა. მეორე
ახლა ასეა: "რეინჯერსი" კვლავ ასპროცენტიანი შედეგით მიდის - უკვე ცხრა თამაშიდან ცხრა აქვს მოგებული, "სელტიკს" კი ხელი მოეცარა - შოტლანდიის პრემიერლიგაში მარტის მერე არ აგებდა, მაგრამ... ყველაფერს აქვს დასასრული.
ამ შეხვედრაში იყვნენ ფეხბურთელები, რომელთაც პირველად გაიარეს "ოლდ ფირმის" ცეცხლში. თავიდან ასეთები მხოლოდ "სელტიკმა" გამოაჩინა: ფრეიზერ ფოსტერი, ემილიო ისაგირე, დანიელ მაისტოროვიჩი, ჯო ლედლი, ენტონი სტოუკსი და ზემოხსენებული გოლის ავტორი ჰუპერი, რომელთაც ერთი ხნის შემდეგ ეფრაინ ხუარესიც შემატა, შემდეგ კი საქმეში დებიუტანტები "რეინჯერსმაც" ჩართო - ვლადიმირ ვეისი და ჯეიმს ბიტი. "ოლდ ფირმ დერბის" პირველად ემსახურებოდა მსაჯი უილი კოლუმიც, რომელმაც პირველ ხუთ წუთში ყვითელი ბარათი ორჯერ ამოიღო ჯიბიდან - ენტონი სტოკსმა და ლი მაკკლაჩმა დაუნდობლად მიარტყეს ერთმანეთს და ამის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა.
ამ შეხვედრაში იყო ფრიად დასამახსოვრებელი მომენტიც: სტივენ უიტეკერის ძლიერმა დარტყმამ "სელტიკის" კარის ძელი შეაზანზარა, ამას მოყოლებული შეტევისას კი მეკარე ფორსტერმა რეინჯერსელი სტივენ დევისის დარტყმული მოიგერია.
შეხვედრის სხვა ეპიზოდების სიტყვიერი აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან ეჭვი არ არის, ყველაფერს საკუთარი თვალით სხვადასხვა არხებზე დატრიალებულ ტელემიმოხილვებში ნახავთ. ერთი სიტყვით, შოტლანდიის პრემიერლიგაში "რეინჯერსის" უპირატესობა გამოიკვეთა, დანარჩენი კი ვნახოთ: დაკარგავენ გლაზგოს გუნდები სხვა გუნდებთან ქულებს? თუ არა და, მთავარ კითხვას შემდეგი პასუხი 2 იანვარს "აიბროქსზე" გაეცემა - შემდეგი "ოლდ ფირმ დერბი" იქ არის!
სელტიკი-რეინჯერსი 1:3
გოლები: 1:0 ჰუპერი (45), 1:1 ლოვენსი (49 ს.კ.), 1:2 მილერი (55), 1:3 მილერი (67-პენ)
აბერდნი-ჰიბერნიანი 4:2
გოლები: 1:0 მეგუაირი (18), 2:0 ვერნონი (30), 3:0 ვერნონი (50), 4:0 ჰერტლი (61-პენ), 4:1 ნიში (63), 4:2 ბამბა (90)
ჰემილტონი-სტ. ჯონსტონი 1:2
გოლები: 0:1 პერკინი (19), 1:1 მენსინგი (68-პენ), 1:2 გრეინჯერი (86)
ჰართსი-სტ. მირენი 3:0
გოლები: 1:0 სკაჩელი (2), 2:0 სკაჩელი (24), 3:0 სკაჩელი (90)
კილმარნოკი-ინვერნესი 1:2
გოლები: 0:1 რუნი (42-პენ), ჰეიესი (66), 1:2 მიგელი (74)
მოზერუელი-დანდი 2:1
გოლები: სივერინი (1-საკ. კარში), 1:1 გუდვილი (50-პენ), 2:1 დოლინი (75-საკ. კარში)
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეინჯერსი 9 9 0 0 25-8 27
2. სელტიკი 9 8 0 1 19-7 24
3. მოზერუელი 9 5 1 3 14-11 16
4. ჰართსი 9 4 2 3 14-10 14
5. ინვერნესი 9 4 2 3 13-9 14
6. სტ. ჯონსტონი 9 3 2 4 9-10 11
7. დანდი 9 3 2 4 10-16 11
8. აბერდინი 9 3 1 5 13-13 10
9. ჰიბერნიანი 9 2 2 5 10-17 8
10. კილმარნოკი 9 2 1 6 10-14 7
11. ჰემილტონი 9 1 3 5 9-20 6
12. სტ. მირენი 9 1 2 6 8-19 5
ბომბარდირი: 13 - მილერი (რეინჯერსი)