ფეხბურთი და ტექნოლოგიები: პრემიერლიგა ემზადება

AutoSharing Option
გასული წლის დეკემბერში, პირველად ფეხბურთის ისტორიაში, ფიფას ეგიდით გამართულ მატჩში "მონტერეისა" და "ჩელსის" შორის გოლის ფიქსაციის ელექტრონული სისტემა GoalRef გამოიყენეს.

აღნიშნული სისტემა დამყარებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის თვისებებზე. კარებებზე მაგრდება სპეციალური ხელსაწყო, რომელიც მაგნიტურ ველს ქმნის. ბურთს კი გადამცემი აქვს ჩამონტაჟებული, რომელიც არბიტრს ნიშანს აძლევს, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. მსგავსი სისტემა სახელად Hawk-Eye ჩოგბურთში 2006 წლიდან გამოიყენება. რამდენიმე წელიწადია, ის დანერგილია კრიკეტშიც. ვარაუდობენ, რომ მას მალე დანერგავენ ხელბურთშიც. GoalRef პირველად დანიის ხელბურთის უმაღლესი ლიგის თამაშზე გამოიყენეს ექსპერიმენტის სახით.

ორშაბათს ფიფამ
დაადასტურა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში, კონფედერაციათა თასზე, სისტემებს ისევ საცდელ რეჟიმში გამოიყენებს. აი, ინგლისში კი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილია, რომ გოლის ფიქსაციის ტექნოლოგია პრემიერლიგაში 2013/14 წლების სეზონის სტარტიდანვე დაინერგება. აქამდე ცნობილი იყო, რომ სიახლე წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. პრემიერლიგის წარმომადგენლები შარშან ზემოთ ხსენებულ კომპანიებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ტენდერში გასამარჯვებლად Hawk-Eye და GoalRef დღემდე იბრძვიან.

პროფესიული ლიგის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ აგვისტოსთვის ჩემპიონატის მასპინძელი ყველა სტადიონი მზად იქნება სისტემების გამოსაყენებლად. "პრემიერლიგა დიდი ხანია, რაც მხარს უჭერს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს ფიფა-ს პარტნიორ ლიცენზირებულ კომპანიებთან. ვგეგმავთ, რომ ეს სისტემები, რაც შეიძლება, სწრაფად დავნერგოთ. ერთადერთი პრობლემა იმ კომპანიის არჩევაა, ვისთანაც კონტრაქტი გაფორმდება" – ვკითხულობთ ინგლისის პროფესიული ლიგის სპეციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფიფამ ტექნოლოგიებს ფეხბურთში მწვანე შუქი აუნთო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული