ჟოზე მოურინიომ შესვენებით ისარგებლა და სამშობლოში ჩავიდა, სადაც მშობლიურ ქალაქ სეტუბალში 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა, "ჟოზე მოურინიო, 50 წელიწადი" გახსნა, რომელზეც ჟოზესადმი მიძღვნილი 50 ექსპონატი იყო გამოფენილი. მოურინიოს დაბადების დღე იანვრის ბოლოს ჰქონდა, თუმცა სამშობლოში ჩასვლა ვერ მოიცალა.
"მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვისი მეშვეობითაც ეს გამოფენა განხორციელდა. ეს ქალაქი მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია ვიყო ის, რაც ნამდვილად ვარ", - განაცხადა ჟოზემ გახსნის ცერემონიალზე.
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ახლო მომავალში შესაძლოა ისეთი რაღაც მოხდეს, რასაც ვერავინ წარმოიდგენს