ფეხბურთი და კომერცია - ახალი სიტყვა სატელევიზიო ჩვენებაში [VIDEO]

AutoSharing Option
ჟენევაში გამართული იტალია-ბრაზილიის ამხანაგური მატჩი მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში დღემდე გარჩევის საგანია, თუმცა უბრალო გულშემატკივრებისთვის უცნობია, რომ აღნიშნული შეხვედრა სხვა მხრივაც გახლდათ მეტად საინტერესო.

სწორედ ამ პაექრობაში, ტექნოლოგიური სიახლის მომსწრენი გავხდით, რომელიც სამომავლოდ ფეხბურთის სატელევიზიო ტრანსლირების განუყოფელი ნაწილი იქნება.

სპორტის უპირველეს სახეობაში რომ დიდი ფული ტრიალებს და ამ ფულის დიდი ნაწილი სატელევიზიო ჩვენებებსა და რეკლამებს უკავშირდება, ძველი ამბავია და სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ ჟენევური ნოვაცია ყურადღების გარეშე არ დაგვეტოვებინა.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალი ტექნოლოგია ჰოკეიში აქამდეც გამოიყენებოდა და საკმაოდ წარმატებულადაც.

ნოვაცია
დროა განვმარტოთ რა სიახლესთან გვაქვს საქმე... მოგეხსენებათ, საფეხბურთო სტადიონები სარეკლამო ბანერებით არის სავსე და ეს პრაქტიკა უკვე ათწლეულებია გამოიყენება. ამ მხრივ, სხვებზე კრეატიულები ესპანელები გამოდგნენ, რომლებმაც პირველად შემოიღეს ელექტრონული ბანერების პრაქტიკა და შემდეგ, მათ სხვებიც აყვნენ.

იტალია-ბრაზილიის მატჩში კი აპრობირებული იყო ვირტუალური რეკლამირების მეთოდი, რაც შემდეგს გულისხმობს: "რეკლამას ხედავს ტელემაყურებელი, მაგრამ ვერ ხედავს სტადიონზე მყოფი ადამიანი".

VideoSportall.Ge
21.03.13. ბრაზილია - იტალია 2:2


დიახ, ამიერიდან, ტურნირების თუ კონკრეტული მატჩების სატელევიზიო ტრანსლირების უფლების მქონე კომპანიები ვირტუალურ ბანერებს გაყიდიან, რომლის მნახველიც მხოლოდ ტელემაყურებელი იქნება.

აქვე, რამდენიმე საინტერესო ფოტოს გთავაზობთ სწორედ იტალია-ბრაზილიის პაექრობიდან...

Sportall.Ge

პირველ ფოტოზე ნათლად ხედავთ, რომ მარიო ბალოტელი მეტოქის კარის მიმართულებით ურტყამს, სარეკლამო ბანერები კი ბრიტანული ტაბლეტების ლურჯი ფერის ვიზუალით არის შეღებილი...

Sportall.Ge

მეორე ფოტოზე ამ ეპიზოდის განმეორებაა, სადაც ზუსტად იგივე ბანერებზე სულ სხვა რეკლამაა განთავსებული, თანაც 4 სხვადასხვა კომპანიის.

ანუ, ვირტუალურ რეკლამას ხედავენ მხოლოდ ტელემაყურებლები და არა სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები. მთელი მატჩის განმავლობაში, განმეორებებზე სარეკლამო ვიზუალი იცვლებოდა.

აღნიშნული ფოტოები რუსული სპორტული არხის ჩვენებიდან არის აღებული - მესამე ფოტოში ხედავთ სარეკლამო ბანერებს, რომლებიც მხოლოდ ამ არხის მაყურებლებმა იხილეს.

Sportall.Ge

თავადაც ხვდებით, რომ აღნიშნული პროდუქციის რეკლამირება ბრაზილიელი, იტალიელი თუ შვეიცარიელი მომხმარებლისთვის ნაკლებად საინტერესოა და ამიტომ, კომპანიის მესვეურებმა სწორედ ვირტუალური სარეკლამო საშუალებით ისარგებლეს.

ანუ, ზუსტად ამ მომენტში, ალკოჰოლური სასმელის სარეკლამო ბანერები მხოლოდ რუსული არხის მაყურებლებმა იხილეს.

Sportall.Ge

მეოთხე ფოტო ჰოკეის რეპორტაჟიდანაა, სადაც პირველად დაინერგა ვირტუალური რეკლამის მეთოდი. მეკარის უკან, ბადეზე ხედავთ ნარინჯისფერ ბანერს, რომელიც პირდაპირ გულშემატკივრებს ეფარება და წესით, მათ ხილვადობას უნდა უშლიდეს ხელს.

სწორად მიხვდით - რეალურად, იქ ბანერი საერთოდ არ არის და ის მხოლოდ ტელემაყურებლებმა იხილეს.

წესით და რიგით, აღნიშნული ნოვაცია საინტერესო უნდა როგორც ქართული კომპანიებისთვის, ისე ტელევიზიებისთვისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი გამიკვირდა თამაშის დროს არყის რეკლამა თან რუსული შრიფტით რომ გაეძრო და !
ბესო
11:25 25-03-2013
0

სიახლეები პოპულარული