დაგვეთანხმებით, საამაყო და მოსაწონი ბევრი არაფერია. "ფელიპაოს" ხელმძღვანელობით, ბრაზილიის ნაკრებმა ის ერთადერთი თამაში აპრილის დასაწყისში, ბოლივიაში მოიგო (0:4). ამჯერად "სელესაოს" მეტოქე ჩილეს ნაკრები იყო.
ორივე გუნდი მხოლოდ ადგილობრივ ჩემპიონატებში მოასპარეზე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჩილეს ნაკრების შემადგენლობის შემოთავაზება საჭიროდ არ ჩავთვალეთ, რადგან გუნდის რიგებში სულ ორი მეტ-ნაკლებად ცნობილი მოთამაშე იყო და ორივემ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ბრაზილია, რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო. "დიდ
ძირითადში იყო რონალდინიოც, ვინც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობდა, რადგან მატჩი ბელუ ორიზონტეში, "ატლეტიკო მინეიროს" საშინაო არენაზე გაიმართა.
თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ - გოლი "ფლამენგოს" ცენტრალურმა მცველმა, მარკოს გონსალესმა გაიტანა, მაგრამ რამდენიმე წუთში სწორედ მას აჯობა რევერმა, როდესაც ნეიმარის კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და ანგარიში გაათანაბრა.
"ატლეტიკო მინეიროს" 1,92 მეტრის სიმაღლის მცველმა ეროვნულ გუნდში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში ბრაზილია ნეიმარმა დააწინაურა - 21 წლის ფორვარდს საგოლე პასი ცვლილებაზე გამოსულმა ალეშანდრე პატომ გადააწოდა. თუმცა ეს არ იყო ამ საღამოს უკანასკნელი გოლი. შეხვედრის 64-ე წუთზე მცირე შედევრი ვიხილეთ - ედუარდო ვარგასმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, წინ წაიწია და ასე, 30 მეტრიდან დაარტყა.
"გრემიოს" ფორვარდის ამ გასროლას ვერაფერი მოუხერხა დიეგო კავალიერიმ და ანგარიში გათანაბრდა.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა, რამაც ბრაზილიელი გულშემატკივარი ძალიან გააბრაზა. საფინალო სასტვენს გამაყრუებელი სტვენა და ობსტრუქცია მოჰყვა.
"არავის მოსწონს, როდესაც უსტვენენ, მაგრამ რას ვიზამთ. როდესაც ბრაზილიის ნაკრებში ვთამაშობ, ყოველი შეხვედრის შემდეგ მლანძღავენ, რაც უკვე ძალიან მომაბეზრებელია. ამ ყველაფერს უნდა შეეჩვიო, რადგან ასეთია ფეხბურთი: ხან დაგისტვენენ, ხან გაგაღმერთებენ," - განაცხადა მატჩის შემდეგ ნეიმარმა.
ბრაზილიის ნაკრებს მომდევნო მატჩი ივნისში ელის, როდესაც კონფედერაციის თასისთვის მომზადების მიზნით, "სელესაო" ჯერ ინგლისს შეხვდება, რამდენიმე დღეში კი საფრანგეთს.
ბრაზილია-ჩილე 2:2
გოლები: 0:1 მარკოს გონსალესი (8), 1:1 რევერი (25), 2:1 ნეიმარი (55), 2:2 ე. ვარგასი (64).
ბრაზილია (4-2-2-2): დიეგო კავალიერი - ჟეანი (72. მარკოს როჩა), დედე (46. ენრიკე), რევერი, ანდრე სანტოსი - რალფი (68. ფერნანდო), პაულინიო - ჟადსონი (68. ოსვალდო), რონალდინიო - ნეიმარი, ლეანდრო დამიაო (46. პატო).
გაძევება: ლეალი (89. ჩილე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"