მეორე დივიზიონში მოასპარეზე "პუმას" 26 წლის მცველს კონტრაქტი ეწურებოდა და კლუბის პრეზიდენტმა მის სანაცვლოდ კომპენსაციად ბურთები მოითხოვა.
"მე მათ ვუთხარი, რომ ვიამაყებთ, როცა ვნახავთ, როგორ ითამაშებს ფალიასი უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ სამაგიეროდ, ბურთები გვსურდა", - განაცხადა ამაყად "პუმას" პრეზიდენტმა რიგობერტო ჩინჩილიამ.
კოსტა რიკის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში კლუბების უმეტესობა მხოლოდ მგზავრობის და კვების ხარჯებს უნაზღაურებს ფეხბურთელებს და ხელფასს ვერ უხდის.