ხმაურიანი გარიგება - ვაგნერ ლავი ჩინეთში წავიდა

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-სა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, 29 წლის ვაგნერ ლავმა 24 ივლისს ჩინურ "შალდუნ ლუნენთან" გააფორმა კონტრაქტი. გარიგების ფინანსური დეტალები უცნობია (მხოლოდ მოგვიანებით დასახელდა მიახლოებითი რიცხვი - 12 მილიონი ევრო).

ბუნებრივია, რომ სამხრეთამერიკელის შეძენას ასე იოლად ვერავინ შეძლებდა. მოსკოველებთან დაახლოებული წყაროების ცნობით, გარიგებას 23 ივლისის საღამოს მოეწერა ხელი. ამის მიუხედავად, ინფორმაცია 24 ივლისის დილას პირველად "შალდუნ ლუნენის" ვებგვერდის წყალობით გახდა ცნობილი.

არმიელების პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვაგნერს უარი ეთქვა ჩინელების შეთავაზებაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც უარი მიიღო. ფეხბურთელის
თქმით, მსგავსი წინადადება მას შეიძლება ცხოვრების ბოლომდე ვეღარ მიეღო.

"ცსკა-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაშის სურვილი როგორ არ მქონდა, მაგრამ ისიც გავითვალისწინე, რომ ჩემი კარიერა ნელ-ნელა მაინც დაღმავალი ხაზით მიდის. მე კი მომავალსა და ჩემს ოჯახზე უნდა მეფიქრა. წასვლა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. თანაც გარიგება ცსკა-სთვისაც მომგებიანია," - განაცხადა ბრაზილიელმა.

ლავს კარიერის განმავლობაში უთამაშია: "ფლამენგოში", "პალმეირასსა" და ცსკა-ში. "შალდუნ ლუნენში" კი მისი თავკაცი 64 წლის სახელოვანი სერბი სპეციალისტი რადომირ ანტიჩი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ფლამენგო" "ფლუმინენსეს" მეორედ დაეხმარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული