ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა რუსულ კლუბში საქართველოს ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას ტრანსფერი შეაფასა.

"ვფიქრობ, ბრწყინვალე ნაბიჯი გადავდგით. ამიტომაც მსურს მივულოცო კლუბს, ანდრეი ვატუტინსა და მფლობელებს. ასევე, ვულოცავ თოკოს, რადგან მას ჩვენს რიგებში თამაში ძალიან სურდა. შენგელიას წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით და როგორც იქნა, ეს ტრანსფერი განვახორციელეთ.

იმედი მაქვს, რომ თოკო სხვა კალათბურთელებთან ერთად ევროპის უძლიერეს კლუბებს შორის დარჩენაში დაგვეხმარება. ის უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც მუდმივად იბრძვის და ახლა გაფურჩქვნის ასაკშია.

ამიტომ, ოფიციალურად ვეუბნები: "თოკო, კეთილი იყოს შენი მობრძანება!" ვუსურვებ,
რომ მისმა ჟინმა და ოსტატობამ ჩვენი მოლოდინები გაამართლოს.

ვიცი, რომ გულშემატკივრებს შენგელიას ჩვენს რიგებში ხილვა ძალიან სურდათ. ვფიქრობ, ისინი ნათლად ხედავენ, რომ გამარჯვებულ გუნდს ვაშენებთ და ჩვენს მხარდაჭერასაც განაგრძობენ და თუ სიტუაცია მოგვცემს საშუალებას, უფრო მეტად გაავსებენ ტრიბუნებს", - ციტირებს ბერძენს ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლიბერასტო მიშისტებოდა ნაცანალებო , ვინც საქართველოს ტერიტორიების 20% გაუფორმა რუსებს და სტრატეგიული ობიექტები მიყიდა, (მათ შორის ენგურჰესი) პასუხი იმისთვის არ მოგითხოვიათ დღევანდელ დღემდე სათაყვანო ხატად გყავთ ქცეული.
მერაბ მაღლაკელიძე
16:16 14-07-2020
0
რა ამბავი ატეხეს ამ ლიბერასტებმა, რა ჯიშის ხართ ვინ ხლისტები ხართ....ძალიან რომ პატრიოტობთ უმეტესი თქვენგანი ომის დროს საზღვარზე იდგა გასაქცევად... თორნიკე არის უდიდესი პატრიოტი და დიდი ქართვეელი, ბარეული ვიყოთ მაგისთანა.... რა ბოღმას ანთხევთ თქვე უჯიშოებო ყველამ თქვენს საქმეს მიხედეთ. მისთვის და მისი კარიერისთვის როგორც საჭიროა ისე უნდა მოიქცეს, ვინც მას განიკითხავთ ყველას შუბა დაგიხიათ მთელმა საქართველომ. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს ის ნაკრებისთვისაც და საქართველოს სახელისთვის იმაზე მეტ საქმეს გააკეთებს ვიდრე რამდენიმე ათასი ჩვენგანი.
0

სიახლეები პოპულარული