მადრიდის "რეალი" ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ახლად დაარსებული ტურნირის, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის, ფინალში გააღწია - ლივერპულის "ევერტონს" 2:1 მოუგო.პრიმერას დაწყებამდე წინასასეზონო მატჩებში უკვე ყველა გუნდმა მოახერხა წაგება, გამონაკლისი მხოლოდ "რეალი" და "სევილიაა".

მე-17 წუთზე მესუთ იოზილის (რომელიც შემდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს) პასით ანგარიში კრიშტიანო რონალდომ გახსნა, პორტუგალიელი ტიმ ჰოვარდთან პირისპირ გავიდა და ამერიკელ გოლკიპერს დუელი მოუგო.

31-ე წუთზე თავად იოზილმა გაიტანა: ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში რონალდო მოძებნა, რომელსაც გატანა თავადვე შეეძლო, მაგრამ გაცილებით უკეთეს პოზიციაში მყოფ გერმანელს გადააწოდა, იოზილმა ფაქტობრივად ცარიელ კარებში გაიტანა.
"ევერტონის"
ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ნიკიცა იელავიჩმა გაიტანა - მას თავით სტივენ ნეისმითმა დაუგდო, იელავიჩის ელეგანტურ დარტყმულს კი დიეგო ლოპესი ვერ გაუმკლავდა.

ტურნირის ფინალში "რეალის" მეტოქე წუხელ გვიან ღამით გაირკვეოდა - მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლონდონის "ჩელსი" "მილანს" ხვდებოდა.

მატჩის შემდეგ
კარლო ანჩელოტი (რეალი): "ჩვენ უკეთ უნდა გვეთამაშა, განსაკუთრებით ეს რამდენიმე პოზიციაზე იგრძნობოდა, თუმცა ისიც გასაგებია, რომ გუნდი გადაღლილი იყო. ჩემი გუნდის თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში არ მომეწონა.

პირველი ტაიმი კარგი იყო, კარგად ვითამაშეთ და "ევერტონის" კარში ორი გოლიც გავიტანეთ. შემდეგ კი იჩინა თავი დაღლამ - ჩვენ ხომ ორი დღის წინ ვითამაშეთ. მაგრამ ახლა მთავარია, ტრავმების თავიდან აცილება.მომდევნო მატჩი

განსაკუთრებული იქნება, ჯერ ერთი რომ ფინალია, მეორეც მეტოქე შეიძლება იყოს "ჩელსი" ან "მილანი", ორივე დიდებული გუნდია"
.

რეალი-ევერტონი 2:1
გოლები: 1:0 რონალდო (17), 2:0 იოზილი (31), 2:1 იელავიჩი (61)
რეალი (4-3-2-1): კასილიასი (46. დ. ლოპესი) - არბელოა (46. კარვახალი), პეპე, ს. რამოსი (46. დი მარია), მარსელო (46.ნაჩო) - მოდრიჩი (46. კაზემირუ), ხედირა, ისკო (46. ) - იოზილი (86. ჩერიშევი), რონალდო (60. ხესე) - ბენზემა (71. კაკა).
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - კოულმენი (84. სტოუნსი), იაგიელკა, ჰეიტინგა (68.გიბსონი ), დისტინი - ფელაინი (68. ბარკლი), ოსმანი, ნეისმითი, ბეინესი (84.ოვიედო ) - მირალასი (83. დეულოფეუ), კონე (46. იელავიჩი).

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული