"სელესაოს" რიგებში კვლავ ითამაშებს მაიკონი, მიუხედავად იმისა, რომ აწ უკვე "რომას" მცველს შარშანდელი სეზონი ჩაუვარდა.
ყველაზე საოცარი კი ეროვნულ გუნდში ენრიკეს გამოძახებაა - "პალმეირასის" კაპიტანს ბრაზილიის ნაკრების რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
2014 წლის მუნდიალის მასპინძლები სექტემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 7-ში "სელესაო" ავსტრალიას შეხვდება, 10-ში კი სკოლარის ყოფილ გუნდს, პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ბრაზილიის ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ჟულიო სეზარი (ქუინზ პარკი), ჟეფერსონი (ბოტაფოგო)
მცველები: დანი ალვეში
ნახევარმცველები: ფერნანდო (შახტარი), ერნანესი (ლაციო), ლუის გუსტავო (ვოლფსბურგი), პაულინიო (ტოტენჰემი), რამირესი (ჩელსი), ოსკარი (ჩელსი)
თავდამსხმელები: ჟო (ატლეტიკო მინეირო), ლუკას მოურა (პსჟ), ჰალკი (ზენიტი), ბერნარდი (შახტარი), ფრედი (ფლუმინენსე), ნეიმარი (ბარსელონა)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"