ნეიმარი: პორტუგალიელებს დავუმტკიცე, რომ უხეშობით ჩემი შეშინება შეუძლებელია [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკის ქალაქ ბოსტონში ბრაზილიისა და პორტუგალიის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ბრაზილიამ 3:1 იმარჯვა.

ანგარიში პორტუგალიამ გახსნა, ბრაზილიელთა უხეში შეცდომით დაცვაში რაულ მეირელეშმა ისარგებლა მე-18 წუთზე.

24-ე წუთზე ანგარიში "პარი სენ-ჟერმენის" მცველმა ტიაგო სილვამ გაათანაბრა, მან კუთხურს თავი დაუხვედრა. 35-ე წუთზე კი ნეიმარმა სოლო-რეიდით სუპერგოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ბრაზილიელებმა კიდევ ერთხელ იზეიმეს - ახლო მანძილიდან გოლი ჟომ შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ შეხვედრის გამოტოვების უფლება მისცა კრიშტიანო რონალდოს.

მატჩის შემდეგ ნეიმარი პორტუგალიელი მცველების უხეშობით აღშფოთებული იყო:

"ფეხი ახლაც
მტკივა, პირდაპირ ნადირობდნენ ჩემზე! მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ უხეშობით ჩემი შეშინება შეიძლება, ძალიან ცდებიან და ეს დღეს დავუმტკიცე კიდევაც. პირიქით, როდესაც მეტოქე ხისტად მეთამაშება, მოტივაცია მემატება.

რაც შეეხება თამაშს, პორტუგალიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, რომელიც ხისტ ფეხბურთს თამაშობს და რომლის დამარცხებაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ შორის მუდამ საინტერესო მატჩები იმართება"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარის სიურპრიზები ბრაზილიის ნაკრებში
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაუმტკიცა "კიდევაც" არა? : დდ
Shukvani
17:35 11-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული