ეგვიპტელის წინააღმდეგ სარჩელი ერთ-ერთმა არაბულმა კომპანიამ შეიტანა და დამტკიცდა, რომ ზიდანი ფინანსურ მაქინაციებშია გარეული, იგი ყალბ დოკუმენტებსა და ჩეკებს იყენებდა. თუმცა ზიდანი ახლა ქვეყნის ფარგლებს მიღმაა და ალბათ, დაბრუნებასაც არ დააპირებს. 31 წლის ფეხბურთელმა იანვარში დატოვა გუნდი "ბანი იასი" და მას მერე თავისუფალი აგენტია.
კარიერის დასრულების შესახებაც განცხადება არ გაუკეთებია. ამჟამად იგი "ალ-ჯაზირა სპორტსზე" ექსპერტად მუშაობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"