ზიდანს ექვსი წელი მიუსაჯეს

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის მოყვარულთათვის განსაკუთრებით კარგად ნაცნობ მოჰამედ ზიდანს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ეგვიპტელის წინააღმდეგ სარჩელი ერთ-ერთმა არაბულმა კომპანიამ შეიტანა და დამტკიცდა, რომ ზიდანი ფინანსურ მაქინაციებშია გარეული, იგი ყალბ დოკუმენტებსა და ჩეკებს იყენებდა. თუმცა ზიდანი ახლა ქვეყნის ფარგლებს მიღმაა და ალბათ, დაბრუნებასაც არ დააპირებს. 31 წლის ფეხბურთელმა იანვარში დატოვა გუნდი "ბანი იასი" და მას მერე თავისუფალი აგენტია.

კარიერის დასრულების შესახებაც განცხადება არ გაუკეთებია. ამჟამად იგი "ალ-ჯაზირა სპორტსზე" ექსპერტად მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დებილები ხართ თუ , თავს იდებილებთ ?! თუ საზღვარგარეთ არის რანაირად ჩასვეს ?!
SHUKOVANI
12:39 22-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული