პეპ გვარდიოლას გუნდის რიგებიდან გოლები ფრანკ რიბერიმ, მარიო მანჯუკიჩმა და მარიო გიოტცემ გაიტანეს.
სამივე ბურთი შეხვედრის 7-წუთიან მონაკვეთში გავიდა, მაგრამ გერმანელთა უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დამდგარა, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს.
მიუნხენელთა მეტოქე 18 დეკემბერს, "რაჯა კასაბლანკას" და "ატლეტიკო მინეიროს" შეხვედრაში გაირკვევა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
გუანჯოუ-ბაიერნი 0:3
გოლები: 0:1 რიბერი (40), 0:2 მანჯუკიჩი (44), 0:3 გიოტცე (47)
გუანჯოუ (4-1-4-1):
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, ჯ. ბოატენგი, ალაბა - ლამი - გიოტცე, ტიაგო ალკანტარა, კროოსი (58. ხავი მარტინესი), რიბერი (72. შაჩირი) - მანჯუკიჩი (75. პისარო)
გაფრთხილება: ჟაო სური
კუთხური: 1-9; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 2-27 (0-13); ბურთის ფლობა: 28%-72%
მაყურებელი: 27 311
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"