ირანის ქალთა ნაკრების 4 ფეხბურთელი მამაკაცია

AutoSharing Option
საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ირანულ ფეხბურთში. აღმოჩნდა, რომ ირანის ქალთა ნაკრების 4 ფეხბურთელი მამაკაცია და მომავალში სქესის შეცვლას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისლამურ ქვეყნებში არსებობს სხვადასხვა სექსუალური შეზღუდვა, მოთამაშეს უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა ქალთა ტურნირებში, თუ მას გაკეთებული აქვს შესაბამისი ოპერაცია.

ხოლო ამიერიდან ყველა ქალი ფეხბურთელი გაივლის სქესის ტესტირებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება კონტრაქტის დადება ნებისმიერ კლუბთან.

"თუ ამ ხალხს შეუძლია გადაწყვიტოს თავიანთი პრობლემები ოპერაციის მეშვეობით და დააკმაყოფილოს სამედიცინო ინდიკატორები, მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ქალთა საფეხბურთო ტურნირებში", - განაცხადა
ირანის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის ხელმძღვანელმა აჰმედ ჰაშემიანმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს კიდევ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა ირანის ქალთა ფეხბურთში, როდესაც ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა 2012 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპის დატოვება გადაწყვიტა, რადგან მათ ჩადრით თამაშის საშუალება არ მისცეს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი იყო, ჩაგეთვალა.:)
შალვა73
jondi–ს
10:16 12-02-2014
0
ხოლხო! გვეშველააა!!! მე ვიცი რა უშველის ქართულ ფეხბურთს.

ან ჩვენი ქალთა გუნდი გავაკეთოთ და ირანელი მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ, ეს ოპერაციები და რამეები როგორ კეთდება რომ გვასწავლოს, მაშინ ეგების მსოფლიო ჩემპიონებიც გავხდეთ (დიდი ამბავი ახლა თუ ქალებს შორის, ლეკვი ლომისა სწორია, უთქვამს ჩვენს წინაპარს, როგორც ჩემი ქართულის მასწავლებელს უყვარდა ხოლმე თქმა), ან უფრო მარტივად, ჩვენს ფეხბურთელებს დავრთოთ ნება ირანის ქალთა ნაკრებში ითამაშონ.
jondi
04:00 12-02-2014
0

სიახლეები პოპულარული