ბატე ბელორუსის ჩემპიონი ორი ტურით ადრე გახდა

AutoSharing Option
ბორისოვის ბატემ ბელორუსის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში ნოვოპოლოცკის "ნაფტანი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობა გაინაღდა.

შეხვედრაში დუბლი მაქსიმ გორდეიჩუკმა (24, 40) და ვიტალი როდიონოვმა (25, 72) გაიფორმეს.

ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბატემ მეორეადგილოსან მინსკის "დინამოს" 7 ქულით გაუსწრო, რაც ალექსანდრ ერმავიჩის გუნდი ჩემპიონი გახადა.

აღსანიშნავია, რომ ბატემ ჩემპიონატი ზედიზედ მეცხრედ მოიგო, ხოლო საერთო ჯამში ქვეყნის ჩემპიონი ტიტული 11-ჯერ აქვს მოგებული. ორივე მაჩვენებელი რეკორდულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული