'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?

AutoSharing Option
თითქმის ერთი თვეც აღარ დარჩა, რაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, საქართველოს სახელს კი 2018/19 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედო" დაიცავს.

განახლებული წესების მიხედვით, გუნდების ძირითადი ნაწილი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, მათ შორის, ჩვენი ჩემპიონიც და ახალი წესის მიხედვით, პირველივე ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

კენჭისყრა 19 ივნისს გაიმართება, ხოლო პირველი შეხვედრა - 10-11 ივლისს. ახალი წესების მიხედვით, ქუთაისური კლუბის საქმე უფრო რთულადაა, რადგან კლუბი განუთესავი იქნება, ხოლო მისი მეტოქე შეიძლება წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც კი
გახდეს.

განთესილი კლუბების სია დიდი ალბათობით ასეთი იქნება:

1) "ბრონდბიუ" (დანია) 5.190
2) "აპოელი" (კვიპროსი) 4.310
3) "ჰაპოელი" (ისრაელი) 4.350
4) "ლეგია" (პოლონეთი) 4.025
5) "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) 3.825
6) "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი) 3.825
7) "სელტიკი" (შოტლანდია) 3.725
8) "ბატე" (ბელარუსი) 3.725
9) "ცრცვენა ზვეზდა" (სერბეთი) 3.750
10) "როსენბორგი" (ნორვეგია) 3.485
11) "მალმიო" ("შვედეთი) 3.995
12) "სპარტაკ ტრნავა" (ჩეხეთი) 2.425
13) "მარიბორი" (სლოვენია) 2.900
14) "შერიფი" (მოლდოვა) 2.000
15) "კუკესი" (ალბანეთი) 1.700
16) "ვიდეოტონ" (უნგრეთი) 1.625
17) ვალური (ისლანდია) 1.650

გასარკვევია: მარიბორი/ოლიმპია (სლოვენია), ვიდეოტონი/ფერენცვაროში (უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 11 /
სასაცილო იყო ლამის დახოცეს ერთმანეთი გულშემატკივრებმა ბოლო ტურში იმხელა აგრესია და ემოცია იყო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს ამ სამოყვარულო ჩემპიონატს? შედეგი იქნება ერთი (კრახი). სულ არ გვქონდეს ასეთი ფეხბურთი - უკეთესი იქნებოდა.
levani
16:12 20-05-2018
0
Kუკესს ან ვალურს Mოვუგებტ დანარცენებს ვერა
Teopile
12:03 20-05-2018
3

სიახლეები პოპულარული