სკანდალი თურქეთის ნაკრებში - "არა" ნაკრებს იარაღის შიშით!

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" თურქი ლეგიონერები - ომერ თოფრაქი და ჰაქან ჩალჰანოგლუ არ გამოიძახეს თურქეთის ნაკრებში, რისი მიზეზიც "ბეშიქთაშის" ნახევარმცველთან, გიოქჰან ტიორესთან კონფლიქტია.

როგორც ირკვევა, დაახლოებით ერთი წლის წინ ტიორე "ლევერკუზენის" ფეხბურთელებს პისტოლეტით ემუქრებოდა. ამიტომაც ჩალჰანოგლუსა და თოფრაქს ეშინიათ ეროვნულ გუნდში გამოცხადება.

ამასთან, "ლევერკუზენის" ბანაკიდან იტყობინებიან, რომ კლუბში არ მისულა შეტყობინება თურქეთის ნაკრებიდან თოფრაქისა და ჩალჰანოგლუს მიწვევის შესახებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული