ყატარმა 2022 წლის მუნდიალისთვის ახალი სტადიონის პროექტი წარმოადგინა [PHOTO]
AutoSharing Option
ყატარის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტმა ახალი სტადიონის პროექტი წარმოადგინა. ალ-რაიანეს არენას Qatar Foundation Stadium-ი ერქმევა და 40 ათას მაყურებელს დაიტევს, მისი მშენებლობა კი 2018 წელს დასრულდება.
მუნდიალის დასრულების შემდეგ სტადიონზე ადგილების რაოდენობას 25 ათასამდე შეამცირებენ. ასევე, იგეგმება არენის ტერიტორიაზე აუზისა და დახურული პავილიონის განთავსება.
ყატარში 2014 წლის მუნდიალისთვის კიდევ ხუთი სტადიონის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.