BBC: რონალდოდან რონალდომდე

AutoSharing Option
BBC-ის ჯილდო, რომელიც წლის სპორტსმენს გადაეცემა, ამჯერად კრიშტიანო რონალდომ მოიპოვა.

პორტუგალიელი 21-ე საუკუნეში გახდა რონალდოს (2002 წელს) მერე მეორე ფეხბურთელი, რომელსაც ეს აღიარება ხვდა წილად.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელს მადრიდის "რეალის" რიგებში 267 მატჩში 281 გოლი აქვს გატანილი. მან "სამეფო გუნდის" მაისურით 27 ჰეთ-თრიქი შეასრულა. რონალდომ წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირობა 17 ბურთით მოიპოვა, რითაც ლიონელ მესის და ჟოზე ალტაფინის რეკორდი გააუმჯობესა, რომლებსაც ერთ სეზონში 14 გოლი ჰქონდათ გატანილი.

"დიდი მადლობა ბი
-ბი-სი-ს და ჩემს ძველ ფანებს ინგლისში. ძალიან დიდი მადლობა" - თქვა 29 წლის რონალდომ.

პორტუგალიელმა ამ ჯილდოსთვის ბრძოლაში ჩოგბურთელ სერენა უილიამსს, მოტომრბოლელ მარკ მარკესსა და მოკრივე ფლოიდ მეივეზერს აჯობა. ბოლო წლებში ამ ჯილდოს ძირითადად უსეინ ბოლტი ან ჩოგბურთელები იგებდნენ.

წინა გამარჯვებულები:
2013 - სებასტიან ფეტელი (ფორმულა ერთი, გერმანია)
2012 - უსეინ ბოლტი (მძლეოსნობა, იამაიკა)
2011 - ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი, სერბეთი)
2010 - რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული