კრიშტიანო რონალდოს ძეგლი სიცოცხლეშივე დაუდგეს

AutoSharing Option
კუნძულ მადეირაზე, სადაც დაიბადა და გაიზარდა კრიშტიანო რონალდო, 29 წლის ფეხბურთელის ძეგლი ოფიციალურად გაიხსნა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ფუნშალში თავად რონალდო ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ მან "რეალთან" ერთად მაროკოში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მადეირა, მაროკოს სანაპიროებიდან უფრო ახლოსაა, ვიდრე პორტუგალიიდან.

კრიშტიანოს ქანდაკება ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული და ის მისსავე მუზეუმთან დგას, რომელიც რონალდომ ერთი წლის წინ გახსნა ფუნშალში. "რეალის" სუპერვარსკვლავს ეიმედება, რომ მუზეუმში კიდევ ერთ ოქროს ბურთს დააბინავებს იანვარში, როცა გალა-დაჯილდოვებაზე გამოცხადდება გამარჯვებული მას, მანუელ ნოიერსა და ლიონელ მესის შორის.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული