ლიდერთა კომფორტი

AutoSharing Option

„ისტერ როუდ სთედიუმზე“ მოწინააღმდეგის რანგში დაბრუნებულმა ენტონი სტოკსმა „ჰიბერნიანს“ ორი გოლი გაუტანა, რასაც მისმა თანაგუნდელმა გარი ჰუპერმა  ერთიც დაამატა და სქოთთა პრემიერლიგის ლიდერმა „სელტიკმა“ უპრობლემოდ მიითვალა 3 ქულა. სტოკსი, რომელიც „სელტიკში“ შარშან, აგვისტოში გადავიდა, „ჰიბსისთვის“ დიდი დანაკლისია. ის, რომ „ჰიბერნიანი“ გასულ სეზონში მე-4 ადგილზე გავიდა დიდწილად მისი დამსახურება გახლდათ.

„საბოლოოდ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოგვეჩინა, მეტს გავიტანდით“, - თქვა გლაზგოელთა მწვრთნელმა ნილ ლენონმა.

უპრობლემოდ გაიმარჯვა „რეინჯერსმაც“, რომელსაც „სელტიკზე“ სამი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „რეინჯერსისა“ და „ჰემილტონის“

შეხვედრაში თავი სლოვაკმა თავდამსხმელმა ვლადიმერ ვეისმა გამოიჩინა - ჩინებულად ითამაშა და ორი გოლიც გაიტანა. სწორედ მისი მონადირებული პენალტი შეაგდო სტივენ უიტეკერმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საკუთრივ თამაშზე მეტად რეინჯერსელი კენი მილერის ბედი აინტერესებდათ. მილერს „ფიორენტინა“ და „ბირმინგემი“ ეპატიჟებიან. მწვრთნელმა უოლტერ სმიტმა კითხვაზე მოკლედ უპასუხა: „წარმოდგენა არ მაქვს“.

„აბერდინმა“ ახალი მწვრთნელის კრეიგ ბრაუნის ხელმძღვანელობით ბოლო 5 თამაშიდან მეოთხე მოიგო. ამჯერად მან „სენტ მირენი“ დაამარცხა.

ჰიბერნიანი-სელტიკი 0:3
გოლები: 0:1 ჰუპერი (44), 0:2 სტოკსი (50), 0:3 სტოკსი (65)

აბერდინი-სტ. მირენი 2:0
გოლები: 1:0 ვერნონი (50), 2:0 ვერნონი (67)
კილმარნოკი-სტ. ჯონსტონი 1:1
გოლები: 1:0 სემონი (16), 1:1 ტეილორი (86)
მოზერუელი-ინვერნესი 0:0
რეინჯერსი-ჰემილტონი 4:0
გოლები: 1:0 ვეისი (25), 2:0 უიტეკერი (28-პენ), 3:0 ვეისი (45), 4:0 ედუ (82)
დანდი-ჰართსი გადაიდო

თ მ ფ წ ბ ქ
1. სელტიკი 21 15 4 2 45:14 49
2. რეინჯერსი 18 14 2 2 43:19 44
3. ჰართსი 19 12 3 4 33:15 39
4. კილმარნოკი 20 9 4 7 33:22 31
5. ინვერნესი 21 7 7 7 30:26 28
6. მოზერუელი 20 7 4 9 24:25 25
7. დანდი 17 6 6 5 20:23 24
8. სტ. ჯონსტონი 19 6 4 9 14:26 22
9. აბერდინი 20 6 2 12 21:38 20
10. ჰიბერნიანი 20 4 4 12 21:35 16
11. სტ. მირენი 20 4 4 12 17:35 16
12. ჰემილტონი 19 2 6 11 12:35 12


ბომბარდირები: 21 – მილერი (რეინჯერსი); 13 - სემონი (კილმარნოკი); 11 – გუდვილი (დანდი), რუნი (ინვერნესი); 10 - ბლექმენი (მოზერუელი), ჰუპერი (სელტიკი); 9 – ვერნონი (აბერდინი); 8 - რიორდანი (ჰიბერნიანი), სტოკსი (სელტიკი); 7 – კაილი (ჰართსი), სკაცელი (ჰართსი), ტემპლტონი (ჰართსი); 6 –ჰიგდონი (სენტ მირენი), 5 - ნეისმითი (რეინჯერსი), ჰეიესი (ინვერნესი), ჰემილი (კოლმარნოკი), მაკკოურტი (სელტიკი).

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული