"უეფას პოზიციამ მხოლოდ გაამყარა იმ აზრის პოპულარობა, რომ ღირს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ფსონების გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, კოეფიციენტებმა რამდენიმე საათში დაიკლო", - განაცხადა საბუკმეკერო კანტორა Ladbrokes-ის წარმომადგენლებმა ალექს დონაჰიუმ.
ასევე, დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით ფსონები იმაზე, რომ იოზეფ ბლატერი ბოლომდე ვერ დაასრულებს საპრეზიდენტო ციკლს და ვადაზე ადრე გადადგება თანამდებობიდან.
* * *
ამასობაში, გერმანელი პოლიტიკოსები გამოდიან მოწოდებით - ევროპული პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარის, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფის აზრით, წამყვანი ეროვნული ფედერაციები უნდა გაერთიანდნენ და შექმნან "მსოფლიოს საფეხბურთო ასოციაცია (World Football Association - WFA).
"თუ ხუთი წამყვანი ევროპული ქვეყანა - გერმანია, ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია გამოთქვამენ მზადყოფნას - გახდნენ WFA-ს ბირთვი, ამ შემთხვევაში მათ მოკლე ვადებში შეუერთდებიან ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ავსტრალია.
ხოლო ახალ ასოციაციაში არგენტინისა და ბრაზილიის გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ ბლატერის ფიფას სპორტული და ეკონომიკური აღსასრული დაუდგება", - განაცხადა "მწვანეების" პარტიის თანათავმჯდომარემ, სიმონე პეტერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"