კრიშტიანო რონალდო პაპარაცებმა და პოლიციამ ქუჩაში მოშარდვისას გამოიჭირეს

AutoSharing Option
კურორტ სან-ტროპეში დასასვენებლად მყოფმა კრიშტიანო რონალდომ საქვეყნოდ მოიჭრა თავი.

ფრანგულმა პოლიციამ და პაპარაცებმა მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი იმ დროს გამოიჭირეს, როცა შუა ქუჩაში "მერსედესს" ამოფარებულმა მოისაქმა.

როგორც ირკვევა, ინციდენტი ორშაბათს, დილით ადრე მოხდა.

ფეხბურთელი და მისი მეგობრები კლუბ Le Quai-დან გამოვიდნენ და სასტუმროსკენ გაემართნენ, როცა პორტუგალიელმა ბუნებრივი მოთხოვნილება ქუჩაში დაიკმაყოფილა, თან იქვე მდგარი "მერსედესი" "წაბილწა".

პოლიციამ მიუთითა რონალდოს, რომ საზოგადოებრივ ადგილას ამგვარი საქციელი დაუშვებელია და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც ფეხბურთელი დაემორჩილა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
უზრდელი
რააა
15:41 03-06-2015
0
მესი ამას არასდროს იკადრებს
Mesi
14:12 03-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული