რუსეთისა და ყატარისთვის მუნდიალების მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გერმანიაშიც სურთ

AutoSharing Option
გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი იმედს გამოთქვამს, რომ ფიფაში აგორებული კორუფციული სკანდალების გამო გადაიხედება 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობისთვის გამართული წილისყრის შედეგები, სადაც გამარჯვება რუსეთმა და ყატარმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა.

"ბლატერის გადადგომა მხოლოდ დასაწყისი შეიძლება იყოს სასწრაფოდ ჩასატარებელი გამოძიებისთვის და იმისთვის, რომ ვითარებას ნათელი მოეფინოს. თუკი მასპინძელი ქვეყნებისთვის ხმის მიცემის პროცესში ქრთამი ფიგურირებდა, სრულიად ახალი გადაწყვეტილებებია მისაღები", - აქვეყნებს მაასის ნათქვამს Bild-ი.

მანამდე მსოფლიოს 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების
მასპინძელთა არჩევნების შედეგების გადახედვის ინიციატივით ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი გრეგ დაიკი გამოვიდა.