იოზეფ ბლატერი ყატარის მუნდიალზე: ნიკოლა სარკოზიმ მიშელ პლატინიზე ზეწოლა მოახდინა

AutoSharing Option
ფიფა-ს ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თანამემამულე მიშელ პლატინიზე ზეწოლაში დაადანაშაულა იმ მიზნით, რომ ყატარს 2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის განაცხადი მიეღო.

"ცუდი ამბები. ყატარს სხვა პრეტენდენტებზე ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებენ. ფაქტი ისაა, რომ ყატარმა მას შემდეგ მოიგო, რაც ნიკოლა სარკოზიმ ფიფა-ს მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტზე, მიშელ პლატინიზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინა. მეტი ინფორმაცია ჩემი წიგნის, "ჩემი სიმართლე" მე-10 თავში იხილეთ", - დაწერა ბლატერმა "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფა-ს ხელმძღვანელობიდან 2015 წელს, კორუფციის ბრალდებით გადააყენეს.

რაც შეეხება ყატარს, მსოფლიოს ჩემპიონატი, წინა
მუნდიალებისგან განსხვავებით, ამჯერად ზამთარში გაიმართება - 21 ნოემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება.

altჯანი ინფანტინო: დიახ, სამწუხაროდ, ხალხს ფიფა ეზიზღება...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული