შვეიცარიელის აფიორა? ზეპ ბლატერს შანსი კიდევ ჰქონია

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, იოზეფ ბლატერის გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ შვეიცარიელი ფუნქციონერი საბოლოოდ დაკარგავს ფიფას პრეზიდენტის სავარძელს. დასახელდა პირობა, რომლის მიხედვითაც ბლატერმა, შესაძლოა, თანამდებობა შეინარჩუნოს.

ეს უცნაური ინფორმაცია SkyNews-მა გაავრცელა ბლატერთან დაახლოებულ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით. პირობა შემდეგში მდგომარეობს: შვეიცარიელი დარჩება ფიფას პრეზიდენტად იმ შემთხვევაში, თუ თავის ღირსეულ მემკვიდრეს ვერ იპოვნის.

მოვლენათა სწორედ ამგვარი განვითარებით არიან დაინტერესებულნი აფრიკისა და აზიის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების ხელმძღვანელები. მათ რამდენიმე დღის წინ სთხოვეს ბლატერს - გადახედოს თავის გადაწყვეტილებას პოსტიდან წასვლის შესახებ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველმა კლაუს
შტოლკერმა დაუშვა იმის ალბათობა, რომ 79 წლის შვეიცარიელი დარჩება საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელად. "ბლატერმა ფიფა საკმაოდ წარმატებულ კომპანიად აქცია. მნიშვნელოვანია, როგორ წარმართავს ის უახლოეს რამდენიმე თვეს", - აღნიშნა მან.

რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტმა მოამზადა რეზოლუცია, რომლითაც შესთავაზა ბლატერს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, რაზეც უარი მიიღო. ფედერაციაში განაცხადეს, რომ ბლატერი საბოლოოდ თანამდებობას რიგგარეშე კონგრესზე დატოვებს. ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს ფიფა 20 ივლისს დაადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
აზიამ კიარა რუსეთმა მოისყიდა.
დათა
17:11 16-06-2015
0
ჩვენ რა მერე საქართველო არც ევროზე გადის და არც მსოფლიოზე
0

სიახლეები პოპულარული