ზეპ ბლატერი: ეს გადადგომა არ ყოფილა

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა იოზეფ ბლატერმა საქვეყნოდ გამოაცხადა, რომ არ გადამდგარა პოსტიდან.

ბლატერი თავისი ცნობილი განცხადებიდან 23 დღის შემდეგ ისევ გამოჩნდა პუბლიკის წინაშე. ამ დღეებში ის ესწრებოდა ოფიციალურ ღონისძიებას, რომელიც ფიფას მუზეუმის გახსნას ეძღვნებოდა.

შვეიცარიული პორტალის, Blick.ch-ის ინფორმაციით, ზეპი შესანიშნავ ხასიათზე იყო, ფოტოებს იღებდა, ავტოგრაფებს არიგებდა და ოპტიმიზმს ასხივებდა.

"გადადგომა არ ყოფილა, უბრალოდ, საკუთარი მანდატი ვანდე ფიფას რიგგარეშე კონგრესს.

ჯერჯერობით არ მიმიღწევია მუზეუმების ან ცვილის ფიგურების ასაკისთვის", - განაცხადა 79 წლის შვეიცარიელმა.

ბრიტანულმა გაზეთმა The Independent-მა ივარაუდა, რომ ბლატერი ისევ
წარადგენს თავის კანდიდატურას რიგგარეშე არჩევნებზე.

შეგახსენებთ, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა 20 ივლისს გაიმართება და სწორედ იქ დაინიშნება პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული