ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 6 ივლისი

AutoSharing Option
12:58 "დორტმუნდმა" უარი შეუთვალა "სევილიას" ჩირო იმობილეს წინადადებაზე: ესპანელებს ფორვარდის შეძენა 10 მილიონ ევროდ სურდათ, დორტმუნდელები კი 12 მილიონს ითხოვენ.

13:16 "კიკერი" წერს, რომ "ჰერტას" ძალიან უნდა ფრაიბურგელი ვლადიმირ დარიდას შეძენა, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება - 7.5 მილიონი ევრო აშინებთ.

13:18 "ჰანოვერმა" გადაიფიქრა მიუნხენის "ბაიერნიდან" კლაუდიო პისაროს შეძენა: "ის არ ერგება ჩვენს კონცეფციას", - განაცხადა "კიკერთან" კომენტარში კლუბის ბოსმა მარტინ კინდმა.

13:35 ინგლისურ პრესაში გაარკვიეს ზუსტი თანხის ოდენობა, რომელსაც "ლივერპული" ბენტეკესთვის ამზადებს, კერძოდ, 32.5 მილიონი გირვანქა. თავად ბელგიელი ფორვარდი ლონდონში
გადასვლისკენ იხრება: "არსენალში" ან "ტოტენჰემში".

13:47 L'Equipe-ის ცნობით, "სევილია" კავშირზე გავიდა ტულუზელ ვისან ბენ იედერთან. 24 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

13:49 "ლივერპულმა" გაიფორმა შემტევი ელია დიქსონ-ბონერა, რომელმაც უარი განაცხადა "არსენალთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე.

13:58 Daily Mirror-ი ამტკიცებს, რომ ჯერდან შაჩირის არ სურს "სტოკ სიტიში" გადასვლა. მას სურს დაუმტკიცოს რობერტო მანჩინის, რომ "ინტერისთვის" გამოსადეგი ფეხბურთელი იქნება.

14:02 როგორც L'Equipe-ი წერს, "პარი სენ-ჟერმენი" ამზადებს წინადადებას "მილანისთვის" ჰაშიმ მასთურთან დაკავშირებით. 17 წლის ვუნდერკინდში, რომლითაც ასევე "მანჩესტერ სიტი" და "მონაკო" არიან დაინტერესებულნი, შეიხებმა, შესაძლოა, 5 მილიონი ევრო გადაიხადონ.

14:15 კონოპლიანკამ შეიძლება დატოვოს "სევილია", როცა მისი პიროვნებით "ბარსელონა" დაინტერესდება, - განაცხადა ფეხბურთელის მამამ. "ჩემს ვაჟს კონკრეტული მიზანი აქვს - "ბარსელონა", მაგრამ ამაზე ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. პირველ პლანზე ახლა "სევილიაა", - ამბობს ოლეგ კონოპლიანკა. სხვადასხვა ცნობით, ფეხბურთელი ესპანეთში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში.

14:32 თურქული ვებგვერდის, Vatan-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედში" დე ხეას შემცვლელი შეიძლება გახდეს "გალათასარაის" მეკარე ფერნანდო მუსლერა, რომელმაც შესანიშნავად წარმოაჩინა თავი კოპა ამერიკაზე.

14:39 La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ "ინტერს" სურს 17 მილიონ ევროდ ივან პერიშიჩის შეძენა.

14:44 "რომამ" განაახლა ინტერესი ხუან კუადრადოს მიმართ. "მგლების" სპორტული დირექტორი ამზადებს წინადადებას "ჩელსისთვის".

15:15 "უოტფორდმა" ხელშეკრულება გააფორმა ეტიენ კაპუესთან, რომელიც "ტოტენჰემის" ფეხბურთელია. კლუბმა 10 მილიონი ფუნტი გადაიხადა და საკუთარი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა.

15:27 Independent-ი წერს, რომ "არსენალი" კონტაქტზე გავიდა ბარსელონელი პედროს წარმომადგენლებთან. ჯერჯერობით კონკრეტული წინადადებები არ ჩანს.

16:11 "ფენერბაჰჩემ" ოფიციალურად გამოაცხადა ნანის ტრანსფერის შესახებ. გარიგების თანხა 8 მილიონი ევროა.

16:23 "არსენალმა" განაცხადი გააკეთა გონსალო იგუაინის შეძენაზე. "მეთოფეები" მზად არიან, 60 მილიონი გადაიხადონ ფეხბურთელში, რომელმაც არგენტინის ნაკრებს კოპა ამერიკა დააკარგვინა.

16:31 "ხეტაფემ" ორი ახალბედა გაიფორმა: სამწლიანი კონტრაქტი დაუდო ხუან კალას "გრანადადან"; ასევე, "რეალიდან" იჯარით აიყვანა ალვარო მედრანი.

17:20 El Mundo Deportivo იტყობინება, რომ რობერტო სოლდადო, შესაძლოა, 16 მილიონ ევროდ გადავიდეს "ვილიარეალში".

17:30 ESPN-ს თუ ვენდობით, ჩიჩარიტოს "რეალში" რობინ ვან პერსი შეცვლის. რაფაელ ბენიტესს ჰოლანდიელის ხილვა სურს ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე, რადგან ამ როლზე კრიშტიანო რონალდომ უარი განაცხადა.

17:47 RTVE-ს მონაცემებით, იკერ კასილიასი დატოვებს "რეალს". წყარო იტყობინება, რომ "გალაქტიკოსის" ლეგენდა "პორტუში" ლოპეტეგისთან მიემგზავრება.

18:42 "ეინდჰოვენის" ყოფილი ფეხბურთელი ზაკარია ბაკალი "ვალენსიას" შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მხარეებმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

18:56 Sky Italia ავრცელებს მარკო ვერატის აგენტის სიტყვებს: "მარკო აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. ის ბედნიერია პარიზში, აქვს ხანგრძლივი კონტრაქტი. თუ ვინმეს მისი მიწვევა სურს, პსჟ-ს დაელაპარაკოს და არა ჩვენ". ასე რომ, ვერატის წასვლის შესახებ ჭორები არასერიოზულია.

19:00 რობერტო ფირმინომ კოპა ამერიკის შემდეგ "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. 41 მილიონ ევროდ შეძენილმა ფეხბურთელმა ტესტები უპრობლემოდ ჩააბარა და უახლოეს დროში შეუდგება გუნდთან ერთად ვარჯიშს.

19:19 ტურინის "იუვენტუსმა" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის 2017 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა ხელშეკრულება.

19:23 "იუვენტუსმა" 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი კლაუდიო მარკიზიოსთან.

19:27 "ტოტენჰემმა" "იუვენტუსთან" გაცვლის განხორციელება გადაწყვიტა. ინგლისელები 22 მილიონ ევროდ ღირებულ ერიკ ლამელას სთავაზობენ 30 წლის ფერნანდო ლორენტეში.

19:42 "მილანის" ოფიციალური ვებგვერდი წერს: "როსონერიმ" კონტრაქტი გაუფორმა ხოსე მაურის, რომელიც "პარმაში" თამაშობდა. კონტრაქტი ოთხწლიანია.

20:29 რონალდ კუმანმა შემცვლელი უპოვა ტრავმირებულ ბერტრანს. მის ნაცვლად ფლანგზე იმოქმედებს "ტვენტეს" მცველი კუკო მარტინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული