10:11 07-08-2015
აუდის თასი 2015: პეპმა "რეალი" უბურთოდ დატოვა
AutoSharing Option
მოკლედ, რაფა ბენიტესმა ზედიზედ ორი ამხანაგური ტურნირის (საერთაშორისო ჩემპიონთა თასები ავსტრალიასა და აზიაში) მოგების შემდეგ ფინალი დათმო.
ფინალური მატჩის გმირი, უდავოდ, დონეცკის "შახტარიდან" გადასული დუგლას კოშტა იყო, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. ის გამუდმებით აწიოკებდა "რეალის" დაცვას და მწვავე გადაცემებსაც აკეთებდა. როგორც იქნა, ერთი ასეთი მწვავე პასი რობერტ ლევანდოვსკიმ გოლით დაასრულა და ტიტული მასპინძლებს დარჩათ. ეს მატჩის დასრულებამდე ორიოდე წუთით ადრე მოხდა.
მანამდე პოლონელმა ფორვარდმა ბრაზილიელი ნახევარმცველის ისეთი პასი გააფუჭა, აცილება რომ უფრო რთული გახლდათ, ვიდრე გატანა.
როგორც ჩანს, ჩვენი და ტურნირის ორგანიზატორების გემოვნება არ დაემთხვა - ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ავსტრიელი დავიდ ალაბა დასახელდა და არა დუგლას კოშტა.
რაფაელ ბენიტესი (რეალი): "პეპეს მცირე ტრავმა ჰქონდა. გაუგებრობა თავიდან, რომ აგვეცილებინა, მე ის შევცვალე. ბეილისთვის ორ დღეში ორი თამაში რისკია, ახლა კი რისკი რა საჭიროა. არც ისე კარგი აზრია გადაბმით ერთი და იგივე შემადგენლობით თამაში. კარგია, როცა შეტევაში ჩართულ ფეხბურთელებს ადვილად შეუძლიათ პოზიციების ცვლა. "რეალი" დალაგებული, აწყობილი გუნდია, თუმცა, რა თქმა უნდა, მე გაწბილებული ვარ წაგებით. კეილორ ნავასი და კიკო კასილია - ორივე კარგი მეკარეა, მათ უნდა იბრძოლონ სასტარტოში მოხვედრისთვის, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია".
ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მთავარი ამოცანა "რეალისთვის" ბურთის წართმევა იყო. ამის გარდა, ჩვენ "რეალის" კარში 18-19-ჯერ დავარტყით. სამწუხაროდ, მოედანი არც ისე კარგია და ფეხბურთელებს მთელი ძალისხმევის დახარჯვა უწევდათ ელემენტარული დარტყმების შესასრულებლად".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული