გულიტის ცოლს ჩეჩნეთის ეშინია

AutoSharing Option
რუუდ გულიტის ცოლმა ესტელმა ქმარს გროზნოში საცხოვრებლად ჩასვლაზე უარი სტკიცა. ესტელმა მეუღლეს უთხრა, რომ შვილებთან ერთად საცხოვრებლად ჰოლანდიაში რჩება. ჩეჩნეთში ცხოვრების პერსპექტივა არც "ტერეკის" ახალ დამრიგებელს ხიბლავს, უსაფრთხოების მიზნით გულიტი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე დაიდებს ბინას.

"რა თქმა უნდა, მეშინია. როგორც კი გავიგე, რომ რუუდი "ტერეკში" იმუშავებდა, მაშინვე გავიფიქრე, რომ იქ წასვლა არცთუ უსაფრთხოა და ძალიან ავღელდი. გროზნოში ვერც მე წავალ და ვერც ჩემი შვილები. გარდა იმისა, რომ საშიშია, იქ ინგლისური სკოლაც არაა. სამწუხაროდ, იმისიც კი მეშინია, რომ მას უქმეებზე ჩავაკითხოთ",
- ამბობს ესტელი, რომელიც ლეგენდარული იოჰან კრუიფის ქალიშვილია.

მის აზრს იზიარებს რუსეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი გუუს ჰიდინკი. "ეს რუუდის პირადი არჩევანია და მისი განსჯის უფლება არავის გვაქვს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მან არცთუ უსაფრთხო რეგიონს მიაშურა. მე მაგალითად მსგავს შემოთავაზებაზე აუცილებლად უარს ვიტყოდი. როცა რუსეთში ვმუშაობდი, ამ ქვეყნის ყველა რეგიონი მოვიარე, სადაც ფეხბურთს თამაშობენ. გამონაკლისი მხოლოდ ჩეჩნეთია", - ამბობს თურქეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი.



.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა არის იმაში გასაკვირი, რომ ევროპელს ან საერთოდ ნორმალურ ადამიანს (მით უმეტეს შვილებიან ქალს) გროზნოში ცხოვრება არ უნდოდეს?
GiorgiI
21:15 27-01-2011
0
ამ წერილიდან ზუსტად ჩანს ევროპელების ხასიათი და იშლება მათი სულიერების ველი. ბრწყინვალე სტატიაა. მე ყოველთვის ვიცოდი ვინც არიან. ცივილიზებული "მერკანტელური" ევროპა.
shoda
17:38 27-01-2011
0

სიახლეები პოპულარული