მიშელ პლატინიმ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ, რომელიც ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობისგან 8 წლით მოკვეთეს, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა.

"კანდიდატურა მოვხსენი, რადგან ყურადღება კორუფციის ბრალდებასთან დაკავშირებით ბრძოლაზე უნდა გავამახვილო.

როცა ბლატერი წავიდა, 100-მა ფედერაციამ მხარი დამიჭირა, ხოლო 50-სგან ოფიციალური წერილი მივიღე. ახლა სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო. მალე განხილვები იქნება", - თქვა პლატინიმ L'Equipe-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ პლატინი ეჭვმიტანილია 2011 წელს 2 მილიონი ფრანკის უკანონოდ მიღებაში. ფული კი ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მიერ იქნა გადარიცხული, რომელსაც ასევე აქვს აკრძალული საფეხბურთო საქმიანობა.