აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს

AutoSharing Option
"მარკა" იტყობინება, რომ უეფა ევროტურნირების ფორმატის სრულად რეფორმირებას აპირებს.

წყაროს ცნობით, უეფას ხელმძღვანელები და ევროპის კლუბების ასოციაცია სამი დივიზიონის ჩამოყალიბების ვარიანტს განიხილავენ - სუპერლიგა, ევროპა ლიგა და პრეტენდენტთა ლიგა. ამ სამ დივიზიონში იმოქმედებს აღზევებისა და დაქვეითების სისტემა.

მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის ბოლოს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბება, სადაც საკითხი განიხილება. თუ ახალი ფორმატი დამტკიცდა, ძალაში 2027 წელზე ადრე არ შევა.

შეგახსენებთ, 2024/25-ის სეზონიდან ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. 36 კლუბი ძირითად ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ყოველი კლუბი რვა მატჩს სხვადასხვა გუნდთან გამართავს - ოთხს
საკუთარ მოედანზე და ოთხს სტუმრად.

შეხვედრების შედეგად საერთო სატურნირო ცხრილი ჩამოყალიბდება. რვა საუკეთესო პირდაპირ მოხვდება მერვედფინალში, ხოლო 16 გუნდს მერვედფინალში გასასვლელად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.

სავარაუდო რეფორმა გამოწვეულია სუპერლიგის შექმნის ჩავარდნილი იდეის გამო და ცხადია, წამყვანი ევროპული კლუბების ფინანსური ინტერესების გათვალისწინებითაა ნაკარნახევი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არ შეიძლება იმ ტრადიციის მორღვევა რასაც ქვია ჩემპიონთა ლიგა და ჩემპიონთა თასი
Tvini gadmosdiT
22:00 02-10-2023
0
მე ნეიტრალური გულშემატკივარი,რომელიც მარტო საქ.ნაკრებს ვგულშემატკივრობ და დანარჩენი სხვა-ლამაზი ფეხბურთი მიყვარს.
დავკარგე ინტერესი-აღარ ვუყურებ არცერთ ევროთასს,არც ევროპის ჩემპიონატს.არც ერთა ლიგას.ყველაფერი მარაზმია.
ფეხბურთელები ძალად თამაშობენ-იურისტების,ფინანსისტების და ტოტალიზატორის ტურნირად იქცა ყველა შეჯიბრება.
რა უბედურებაა ევროპის ჩემპიონატზე 6 ჯგუფი საუკეთესო მესამე ადგილი და მაყურებლის სიმპათია?
ან კონფერენს ლიგა რა ჯანდაბაა,ან ერთა ლიგა?
ან რა უნდა ფინალურ ეტაპზე ისეთ გუნდებს როგორიცაა ჩვენი საყვარელი ნაკრები,მაკედონია,ალბანეთი,ლატვია.
უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგა 16 გუნდით,ევროპა ლიგა 16 გუნდით,
ევროპის ჩემპიონატი 16 გუნდით და მსოფლიო ჩემპიონატი 32 გუნდით.
სხვა დანარჩენებმა ითამაშონ დუბლებში.
ფულის გაკეთების მანქანა რო გახდა და წურბელები შეესივნენ,წადით ბიძი რამე სხვა პროფესიები მოძებნეთ.
Levani
12:41 02-10-2023
13

სიახლეები პოპულარული