ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის სიტყვებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ამ გუნდის გულშემატკივართა შორის. "ბარსელონას" 29 წლის ვარსკვლავმა კოპა ამერიკის ფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ალბისელესტეში" კარიერას დაასრულებს.

- მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის

შეგახსენებთ, რომ არგენტინა-ჩილეს უგოლო მატჩში გამარჯვება პენალტების სერიაში (4:2) ამ უკანასკნელს დარჩა, არგენტინელთაგან ერთი დარტყმა კი მესიმ გააცუდა.

- კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კამპანია წამოიწყეს, სახელწოდებით NotevayasLeo y NoteVayasLio ("არ წახვიდე", ლეო), რითაც მესის
გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინის ნაკრების დატოვებას, მესისთან ერთად, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი აპირებდა.

- 6 ვარსკვლავი არგენტინის ნაკრების დატოვებას აპირებს
ასევე დაგაინტერესებთ