მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. I ტური: ევროპის ჩემპიონის კაპიტულაცია [VIDEO]

AutoSharing Option
მუნდიალის შესარჩევი ციკლის I ტური კიდევ სამ ჯგუფში გაიმართა. სტარტი აიღეს ევროპის ჩემპიონმა და ფინალისტმა, მაგრამ ვაი, ამ სტარტს - ჩემპიონი 10-კაციან მეტოქესთან დაეცა, ხოლო ფინალისტმა ფრე იკმარა.

სანამ ამ ჯგუფებს შევეხებით, ვთქვათ, რომ გუშინ დასრულდა გუშინწინ დაწყებული მატჩი ალბანეთისა და მაკედონიის ნაკრებებს შორის, რომელიც 1:1-ზე უამინდობის გამო სტამბოლში შეწყდა. ბოლო 15 წუთი მეორე დღეს ითამაშეს და "მასპინძლებმა" 89-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლეს. ბეკიმ ბალაიმ 3 ქულა ალბანეთს მოუტანა - 2:1.

A ჯგუფი: ფრანგებმა წაიფორხილეს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი
ეტაპის A ჯგუფი საინტერესო მატჩებით დაიწყო. სენსაცია დაფიქსირდა ბორისოვოში, სადაც ბელარუსმა საფრანგეთს უმასპინძლა და მრისხანე მეტოქესთან ჭიდილში ფრეს გამორჩა.

დიახ, დიდიე დეშამის გუნდმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესარჩევი ეტაპი წარუმატებლად დაიწყო. არადა, ფრანგები მთელი 90 წუთის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და თავად განსაჯეთ, 20 უშედეგო დარტყმა განახორციელეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც ბელარუსებს ერთხელაც არ შეუწუხებიათ ფრანგთა კარის დარაჯი.

Sportall.Ge

საოცარი მატჩი შედგა სოფიაში, სადაც ბულგარეთმა ჯგუფის აუტსაიდერი ლუქსემბურგი მიიღო და საფეხბურთო თრილერში სძლია მეტოქეს - 4:3. ქებათა ქება ლუქსემბურგს, რომელმაც სამი გოლი გაიტანა, ერთი ხანობა იგებდა კიდეც, ქულის აღებამდე კი წამები დააკლდა. ბულგარეთმა პირველი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ასეთი თამაშით შორს ვერ გაფრინდება.

ჰოლანდიელებმა აშკარა უპირატესობით წარმართეს შვედეთთან გასვლითი მატჩი, თუმცა მხოლოდ ფრეს გამორჩნენ - ბერგის გოლს, სნეიდერმა უპასუხა ზუსტით დარტყმით და საბოლოოდ ფრე - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

B ჯგუფი: ჩემპიონის შერცხვენა
კრიშტიანო რონალდოს გარეშე მოთამაშე პორტუგალიის ნაკრებმა ისე ითამაშა, როგორც ევროპის ჩემპიონს არ ეკადრება - "იაკობს პარკზე" შვეიცარიამ 2:0 მოუგო. 23-ე წუთზე პორტუგალიას გოლი ბრილ ემბოლომ გაუტანა, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ადმირ მეჰმედიმ იყოჩაღა. უკანასკნელ წუთებზე გრანიტ ჯაკას გაძევება ვეღარაფერს გადაწყვეტდა.

ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონმა მუნდიალის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო, აქამდე ეს საბერძნეთმა (2004) და ესპანეთმა (2008) "მოახერხეს".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამავე ჯგუფში ლატვიის ნაკრებმა სტუმრად 1:0 მოუგო ანდორას, ხოლო ფარერის კუნძულების გუნდმა ევრო 2016-ზე თავგამოჩენილ უნგრეთს ქულები დააკარგვინა - 0:0.

H ჯგუფი: გიბრალტარის ისტორიული გოლი
ამ ჯგუფში თაბაბარი თამაშები ვერ ვიხილეთ, საბერძნეთის, ბელგისა და ბოსნიის უპირატესობა (შესაბამისად) გიბრალტარზე, კვიპროსზე და ესტონეთზე ძალზე დიდი იყო, ამიტომაც ყველგან დიდი ანგარიში დაინიშნა. აღვნიშნავთ ბოსნიელთა მცველ ემირ სპაჰიჩის დუბლი ესტონეთის ნაკრების კარში. დუბლი შეასრულა ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმაც. არ დაგვავიწყდეს გიბრალტარის ნაკრების ისტორიული გოლი ოფიციალურ მატჩებში, ბერძნებს ლიამ უოლკერმა გაუტანა.

Sportall.Ge

6 სექტემბერი
A ჯგუფი
ბელარუსი-საფრანგეთი 0:0
ბელარუსი (4-2-3-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, პალიცევიჩი, სავიკოვი, ბორდაჩევი - კორზუნი, მაევსკი - კალაჩევი, გორდეიჩუკი (85. ვოლოდკო), სტასევიჩი (69. კრივეტსი) - სიგნევიჩი (81. კორნილენკო)
საფრანგეთი (4-2-3-1): მანდანდა - სიდიბე, ვარანი, კოშენლი, კურზავა - კანტე, პოგბა - სისოკო (69. უ. დემბელე), გრიზმანი, მარსიალი (57. პაიე) - ჟირუ (83. გამეირო)
გაფრთხილება: სივაკოვი, მაევსკი (ბელარუსი)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 2-20 (0-10); ბურთის ფლობა: 35%-65%.

ბულგარეთი-ლუქსემბურგი 4:3
გოლები: 1:0 რანგელოვი (16), 1:1 იოაჰიმი (60), 1:2 იოაჰიმი (62), 2:2 მარსელინიო (65), 3:2 პოპოვი (79), 3:3 ბონერტი (90), 4:3 ტონევი (90)
ბულგარეთი (4-4-2): სტოიანოვი - ს. პოპოვი, ჩობარძისკი, ივანოვი, ნედიალკოვი - მილანოვი (64. ტონევი), დიაკოვი, მარსელინიო, ალეკსანდროვი (56. ჩოჩევი) - რანგელოვი, ი. პოპოვი (85. ბოჟილოვი)
ლუქსემბურგი (4-4-2): ჟუბერტი - იანსი, ჩანოტი, პერეირა, მალგეტი - მუტში, გერსონი, ფილიპსი (84. დევილი), მოტა (68. ბონერტი) - ტილი (59. ტურპელი), იოაჰიმი
გაფრთხილება: ნედიალკოვი, მარსელინიო, ტონევი - მალგეტი, პერეირა, ბონერტი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 16-17; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-9 (6-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.

შვედეთი-ჰოლანდია 1:1
გოლები: 1:0 ბერგი (43), 1:1 სნეიდერი (67)
შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, ვენდტი - როდენი (76. კუოვიჩი), ფრანსონი, ჰილემარკი, ფორსბერგი - ბერგი (89. დურმაზი), გუიდეტი (64. ნიმანი)
ჰოლანდია (4-3-3): ზოეტი - იანმაატი, ბრუმა, ვან დეიკი, ბლინდი - ვინალდუმი (66. დოსტი), სტროტმანი, კლაასენი - პრომესი (78. ბერგუისი), სნეიდერი, იანსენი
გაფრთხილება: ლუსტიგი, ნიმანი - ვან დიკი, სტროტმანი
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-8; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 5-18 (4-10); ბურთის ფლობა: 35%-65%.

მომდევნო ტური
7 ოქტომბერი:
საფრანგეთი-ბულგარეთი, ლუქსემბურგი-შვედეთი, ჰოლანდია-ბელარუსი.

B ჯგუფი
ანდორა-ლატვია 0:1
გოლი: 0:1 საბალა (48)
ანდორა (4-1-4-1): პოლი - რუბიო, ლიოვერა, ლიმა, გარსია - ვალესი - კლემენტე (78. პუჟოლი), ალაესი (83. მორეირა), ვიეირა, მარტინესი - რიერა (30. რებესი)
ლატვია (4-1-4-1): ვანინსი - გაბოვსი, იაგოდინსკისი, გორკსი, მაკსიმენკო - ლაზდინსი (45. ლაიზანსი) - დ. იკაიუნიექსი (63. ტორესი), ი. იკაიუნიექსი, ზიუზინსი (74. კარასაუსკასი), ვიშნიაკოვსი - საბალა
გაფრთხილება: კლემენტე, რუბიო, ვიეირა, მარტინესი, გარსია - საბალა, ლაიზანსი, ტორესი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 21-26; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-7 (4-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

ფარერები-უნგრეთი 0:0
ფარერის კუნძულები (4-1-4-1): ნილსენი, ჰანსენი, გრეგერსენი, ნატესტადი, დავიდსენი - ბენიამინსენი - ვატნჰამერი, ოლსენი, ჰანსონი (91. ვატნსდალი), იოენსენი - ედმუნდსონი
უნგრეთი (4-1-4-1): გულასი - ფიოლა, გუზმიჩი, ლანგი, კადარი - ნადი - მენეტი (70. ნიკოლიჩი), კლაინჰაისლერი (80. შტიბერი), ელეკი, ჯუჯაკი - პრისკინი (27. სალაი)
გაფრთხილება: ბენიამინსენი - კადარი, კლაინჰაისლერი, ფიოლა
კუთხური: 3-2; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13-13 (2-2); ბურთის ფლობა: 40%-60%.

შვეიცარია-პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 ემბოლო (24), 2:0 მეჰმედი (30)
შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი (70. ვიდმერი), შერი, ჯურუ, როდრიგესი - ბეჰრამი, გ. ჯაკა - ემბოლო, ჯემაილი (89. ფერნანდეში), მეჰმედი - სეფეროვიჩი (78. დერდიოკი)
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - სედრიკი, პეპე, ფონტე, გერეირო - მოუტინიო (68. ქვარეჟმა, ვ. კარვალიო (46. მარიო), ადრიენ სილვა - ნანი, ედერი (46. ანდრე სილვა), ბ. სილვა
გაფრთხილება: მეჰმედი, ჯაკა -
გაძევება: ჯაკა (93)
კუთხური: 1-11; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8-27 (5-4); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მომდევნო ტური
7 ოქტომბერი:
უნგრეთი-შვეიცარია, ლატვია-ფარერის კუნძულები, პორტუგალია-ანდორა.

H ჯგუფი
ბოსნია-ესტონეთი 5:0
გოლები: 1:0 სპაჰიჩი (7), 2:0 ჯეკო (23-პენ), 3:0 მედუნიანინი (71), 4:0 იბიშევიჩი (83), 5:0 სპაჰიჩი (92)
ბოსნია-ჰერცეგოვინა (4-4-2): ბეგოვიჩი - ვრანიეში (62. ბიჩაკჩიჩი), ზუკანოვიჩი, სპაჰიჩი, კოლაშინაცი - ვისკა (75. მილიჩევიჩი), პიანიჩი, მედუნიანინი, ლულიჩი - იბიშევიჩი, ჯეკო (81. ჯურიჩი)
ესტონეთი (4-4-1-1): აკსალუ - ტენისტე, ბარანოვი, კლავანი, პიკი - კამსი (46. კრუგლოვი), მეტსი, ანტონოვი (86. საპინენი), კალასტე - ვასილიევი - ზენიოვი (71. ანიერი)
გაფრთხილება: ვრანიეში - კლავანი, მეტსი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 19-8 (12-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.

კვიპროსი-ბელგია 0:3
გოლები: 0:1 რ. ლუკაკუ (13), 0:2 რ. ლუკაკუ (61), 0:3 ფერეირა-კარასკო (81)
კვიპროსი (4-2-3-1): პანაი - დემეტრიუ, დოსა ჟუნიორი, ლაიფისი, ალექსანდრუ - კირიაკუ, ლაბანი (70. არტიმატასი) - კასტანიოსი (78. მაკრისი), ხარალამბიდისი, ეფრემი - სოტირიუ (69. მიტიდისი)
ბელგია (4-1-4-1): კურტუა - მონიე, ალდერვეირელდი, ვერმალენი, ვერტონგენი - ვიტსელი - ფერეირა-კარასკო, ფელაინი (84. ნაინგოლანი), დე ბრუინი, აზარი - რ. ლუკაკუ (73. ბატშუაი)
შენიშვნა: ბატშუაიმ ვერ გაიტანა პენალტი (90)
გაფრთხილება: კასტანიოსი, ლაბანი, ლაიფისი, ხარალამბიდისი - ფელაინი
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 12-16; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 10-24 (2-10); ბურთის ფლობა: 46%-54%.

გიბრალტარი-საბერძნეთი 1:4
გოლები: 0:1 მიტროღლუ (10), 1:1 უოლკერი (26), 1:2 ვაისმენი (44 ს. კ.), 1:3 ფორტუნისი (45), 1:4 ტოროსიდისი (45+2)
გიბრალტარი (5-4-1): პერესი - გარსია, ვაისმენი, რ. ჩიპოლინა, რ. კაშიარო, ჯ. ჩიპოლინა - ერნანდესი, ბოსიო (71. კ. კაშიარო), კუმბესი (85. იომე), უოლკერი - ლ. კაშიარო
საბერძნეთი (4-2-3-1): კარნეზისი - ცაველასი, პაპასტატოპულოსი, მანოლასი, ტოროსიდისი - სამარისი, მანიატისი (71. ციოლისი) - მანტალოსი (62. იანიოტასი), ფორტუნისი, ბაკასეტასი - მიტროღლუ (73. ველიოსი)
გაფრთხილება: ბოსიო - მიტროღლუ
კუთხური: 1-8; ჯარიმა: 14-6; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 9-25 (2-9); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მომდევნო ტური
7 ოქტომბერი:
ბელგია-ბოსნია/ჰერცეგოვინა, საბერძნეთი-კვიპროსი, ესტონეთი-გიბრალტარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთმა ათიდან ათი თამაში მოიგო და შესაბამისად წაგებით ვერ დაიწყებდა შესარჩევ ციკლს.ეს ისე ავტორის საყურადღებოდ.
ალექს
13:56 07-09-2016
0

სიახლეები პოპულარული