ფიფა განიხილავს: მუნდიალის ჩატარება 3 ქვეყანაში და 40 მონაწილე

AutoSharing Option
ფიფა მზადაა, მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების ფორმატი კარდინალურად შეცვალოს.

ფიფა აპირებს, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების იდეა განიხილოს, რომლის მიხედვით, მუნდიალი სამ ქვეყანაში გაიმართება, ხოლო მონაწილეების რაოდენობა 40-მდე გაიზრდება.

"ამ ორი თემის განხილვა ფიფას სხდომაზე ციურიხში 13-14 ოქტომბერს გაიმართება. არ ღირს იმის განსაზღვრა, რაც კარგია ფეხბურთისთვის. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ კონკაკაფს დიდი ხანია მუნდიალის ჩატარების უფლება არ მიუღია. ახლა ყველაფერია შესაძლებელი. ჩემი აზრი 40 მონაწილესთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

ყველამ დავინახეთ ის ენთუზიაზმი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გაფართოებამ გამოიწვია. უნდა ვხვდებოდეთ, რომ ასეთი
სახის მოვლენები ბევრად მეტია, ვიდრე შეჯიბრი, ეს არის სოციალური პროექტები მთელი მსოფლიოსთვის", - ციტირებს ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სიტყვებს Washington Post-ი.

აღსანიშნავია, რომ ფიფაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების მთავარ კანდიდატებად აშშ, კანადა და მექსიკა მოიაზრებიან, რომლებიც ერთობლივ განაცხადს შეიტანენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მექსიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი 86-ში მართლაც ერთ-ერთი ულამაზესი,საუკეთესო იყო.ბუნებრივი საფეხბურთო შოუ.
gulshematkivari
08 სექტემბერი 2016 03:23
0
თუ მანამდე თავად ჯანიკო არ დაიჭირეს :)
celkava
08 სექტემბერი 2016 01:19
0
ბარემ აიღონ და პირდაპირ, შესარჩევის გარეშე ჩაატარონ მსოფლიო ჩემპიონატი, რაღას აწვალებენ ამდენ ხალხს და ამდენ ფულს ახარჯვინებენ. ყველა კმაყოფილი დარჩება, მათ შორის ჩვენც...
levani kaxeti
07 სექტემბერი 2016 16:58
0
მექსიკა ყველაზე შთამბეჭდავი იყო რაც მახსოვს.82 ესპანეთიც მახსოვს 11 წლის ვიყავი.
zaza ziko
07 სექტემბერი 2016 12:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული