რაც შეეხება მაკედონიასთან გამარჯვებას, მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო. ქართველები თითქმის მთელი თამაშის მანძილზე იგებდნენ, თუმცა ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს, თამაში გაათანაბრეს და დაწინაურდნენ კიდეც. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 ქუთით ადრე
დამატებუთი დროც ქულა–ქულაში წარიმართა. ძირითადად ქართველები ლიდერობდნენ 2–3 ქულით. დამატებითი დროის დასრულებამდე 1,18 წუთით ადრე ნიკა ცქიტიშვილის სროლის შემდეგ საქართველო 68:63 დაწინაურდა და თითქოს ყველაფერიც აქ გადაწყდა, თუმცა...
მაკედონიელმა კრასტევსკიმ 2 საჯარიმოთი ანგარიში 3 ქულამდე შეამცირა. შემდეგ მასპინძლებმა ტაქტიკური ჯარიმა მიიღეს და ზეზვა ლილუაშვილმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდო – 69:65 დასრულებამდე 13 წამით ადრე. სიმეონ მიტრევმა საპასუხო შეტევაში სამქულიანი გაისროლა და მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 68:69 დასრულებამდე 6 წამით ადრე. ისევ ტაქტიკური ჯარიმა და ზეზვა ლილუაშვილმა ისევ მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო – 70:68. მაკედონიას თამაშის გადასარჩენად 5 წამი დარჩა და შეეძლო კიდეც მატჩის მეორე ოვერტაიმში გადაყვანა, მაგრამ... გამრეკლიძე დაჯარიმდა, საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე სიმეონ მიტროვი საჯარიმოს ხაზზე დადგა. პირველი ჩააგდო, მეორე კი ააცილა და ყველაფერიც აქ დამთავრდა. საქართველომ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
17 ქულით ყველაზე შედეგიანი ნუგზარ აბულაძე გახლდათ, რომელმაც, აგრეთვე, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა განახორციელა. ალექსანდრე ბოლქვაძის ანგარიშზე 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასია, ჩვენ მიერ უკვე ნახსენებმა ლილუაშვილის აქტივი 13 ქულით, 2-2 მოხსნითა და პასით გამოიხატა. კარგად ითამაშა ჩვენმა მეფარემ არჩილ პულუზაშვილმა. მან 8 ქულისა და 6 მოხსნის გარდა 7-ჯერ დაუფარა მაკედონელებს.
პირველი ადგილი და მომდევნო ეტაპის საგზური ინგლისმა გაინაღდა, რომელსაც ოთხიდან 4 გამარჯვება აქვს. მეორე ადგილზე საქართველო–რუმინეთს შორის ხვალინდელ მატჩში გამარჯვებული გუნდი გავა. შეხვედრა თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 31 ივლისი
საქართველო 70:69 მაკედონია
19:16 14:13 12:18 13:11 12:11
1. ინგლისი 4 4/0 286/225 8
2. საქართველო 3 2/1 198/205 5
3. რუმინეთი 3 1/2 184/203 4
4. ლუქსემბურგი 3 1/2 209/224 4
5. მაკედონია 3 0/3 191/211 3
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით