მორიგი მარცხი ფინეთთან

AutoSharing Option
4 აგვისტო
საქართველო-ფინეთი 69:85
9:24, 21:16, 12:23, 27:22
საქართველო: ბოლქვაძე (24 წთ, 14ქ, 5მ), ქიტოშვილი (9 წთ, 2ჩ), ამირხანაშვილი (10 წთ), ლილუაშვილი (27 წთ, 10ქ, 2პ), ტომარაძე (19 წთ, 1ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), აბულაძე (27 წთ, 15ქ, 5პ, 3მ), ცქიტიშვილი (9 წთ, 2ქ), გამრეკლიძე (25 წთ, 12ქ, 10მ), დარახველიძე (32 წთ, 13ქ, 7მ, 2პ, 4ჩ), პულუზაშვილი (18 წთ, 2ქ, 2დ, 3მ).

ფინეთი: ჯუსისტო (11ქ), ჰოპკინსი (10ქ), ოდაბასი (28ქ, 8მ)...

გუნდი                  თ   მ   წ        სხ           ქ
1. პორტუგალია    3   3   0   194/155      6
2. ფინეთი            3   2   1   214/196      5
3. საქართველო    3   1   2   191/219      4
4. ლუქსემბურგი  3   0   3   171/200      3

ივლისში,
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ორი საკონტროლო მატჩი ფინეთში ჩაატარა. ორივე შეხვედრაში დამარცხდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ ფინელებს ქართველებზე ძლიერი 16-წლამდელთა ნაკრები ჰყავთ. შესაბამისად, გასაკვირი არც მათთან ოფიციალურ მატჩში დამარცხებაა გასაკვირი.

ჩრდილოელებმა პირველივე მეოთხედში მოახერხეს სოლიდური ფორის მოპოვება - 24:9. საინტერესოა, რომ საწყისი 4 წუთი ქართველებმა 7:1 მოიგეს. მომდევნო 6 წუთში კი 2:23 დათმეს. ამის შემდეგ ფინეთის ნაკრებმა ჩვენს კადეტებს ანგარიშში 10-ზე ნაკლები სხვაობით შემცირების უფლება აღარ მისცა.

მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლი უჩა გამრეკლიძემ შეასრულა - 12 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. სნაიპერობა კი არავის დაუთმო ფინელმა ოზან ოდაბასიმ, რომელიც საქართველოს ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრებისასაც გამორჩეული იყო.

ფინეთთან მარცხის შედეგად ჩვენმა კადეტებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილების განაწილებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული