საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთში პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით - 73:53 გაიმარჯვა.

გია კაზანჯიანის გუნდი ქალაქ კეჟმაროკის 18-წლამდელთა გუნდს შეხვდა, რომელიც მეზობელი ქალაქის კლუბის რამდენიმე კალათბურთელით იყო გაძლიერებული.

ჩვენი კადეტების მთავარი მწვრთნელის თქმით, ეს გამარჯვება გუნდური თამაშის დამსახურება იყო. ყველამ, ვინც მოედანზე გავიდა, თავისი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს ასაკით უფროსი კალათბურთელების წინააღმდეგ უწევდათ თამაში, ჩვენები მწვრთნელის დავალებას თავს კარგად ართმევდნენ.

ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა ჩამორჩენის 8 ქულამდე შემცირება მოახერხეს, თუმცა კარგი დაცვისა და გუნდური თამაშის წყალობით საქართველომ
საბოლოოდ 20 ქულით იმარჯვა. აი, მეოთხედების შედეგებიც: 15:20, 15:18, 12:17, 11:18.

ქართველები დღეს მორიგ მატჩს ჩაატარებენ. მათი მეტოქე სლოვაკეთის 16-წლამდელთა ნაკრები იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

gbf.ge
სლოვაკეთში +20-ით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული