16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის კანდიდატია

AutoSharing Option
გია კაზანჯიანის გუნდმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი) მორიგი მატჩი მოიგო. ქართველებმა ესტონეთის მძლავრი ნაკრები 59:52 დაამარცხეს და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაიჩინეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში მასპინძელი რუმინეთი დაამარცხა. იმავე დღეს ესტონეთმა ბოსნიას დააბულ ბრძოლაში მოუგო. მეორე ტურში კი კაზანჯიანის გუნდი ბოსნიასთან უშანსოდ - 52:82 დამარცხდა და სავარაუდო იყო, რომ ესტონეთთან ძალიან გაუჭირდებოდა.

გაუჭირდა კიდეც, მაგრამ ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს და ფავორიტად მიჩნეული მეტოქე დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ფარზე ესტონელებმა 22 ბურთი მოხსნეს, ჯამში კი ამ კომპონენტში ბალტიისპირელებმა 49:36 გვაჯობეს.
სროლების გარდა ესტონელებს ქართველებზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ: პასები 11/9, ჩაჭრები 10/6, დაფარებები 4/2 და დაკარგვები 15/16.

რაც ყველაზე მთავარია, იმაში ქართველებმა იძალეს. კაზანჯიანის გუნდმა შესანიშნავად ისროლა სამქულიანები (15-დან 7) და ორქულიანებშიც მეტოქეზე უკეთესი მიზანი გამოიჩინა (37%/29%).

ქართველებმა გარდატეხა მესამე მეოთხედში მოახდინეს, მანამდე კი შეხვედრა ქულა-ქულაში მიდიოდა. მესამე პერიოდი ქართველებმა 15:9 მოიგეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 46:39 დაწინაურდნენ. ბოლო ათწუთეული ქართველებმა დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო იყო ლუკა ზაქრაძე, რომელმაც 3-დან 3 სამიანი ჩააგდო და საბოლოოდ 20 ქულა მოაგროვა. 10 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, 7 - გიორგი გუგეშაშვილს. დიმა ბობილევმა მოხსნებში კვლავ უწია 10-იან ზღვარს და შეხვედრა 11 მოხსნით დაასრულა.

22 ივლისს საქართველო ისვენებს და 23-ში კი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე მონტენეგროს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. პირველი ეტაპი.

21.07. რუმინეთი. ბუქარესტი. 21 ივლისი
ესტონეთი 52:59 საქართველო
17:16, 13:15, 9:15, 13:13

1. საქართველო 3 2/1 166/185 5
2. ბოსნია 2 1/1 164/135 3
3. ესტონეთი 2 1/1 135/141 3
4. მონტენეგრო 1 1/0 66/53 2
5. რუმინეთი 2 0/2 104/121 2

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა ვიგებთ გავმხნევოთ ბავშვები ხომ ხიგარიატით ? ამ კომენტარებს ისინიც კითხულობენ!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული