შეხვედრა ესტონეთის უდიდეს დარბაზში, "საკუ არენაზე" ჩატარდა.
თამაში ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედი ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა და დამთავრდა მათი გამარჯვებით - 21:17. მეორე და მესამე პერიოდებში იმარჯვეს ბელარუსებმა 19:11 და 26:19.
თუმცა მეოთხე პერიოდში ქართველებმა მატჩის შემობრუნება მოახერხეს და მატჩის დასასრულამდე ორი წუთით ადრე 82:77 დაწინაურდნენ. მეტოქემ გათანაბრება (82:82) შეძლო და დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც ქართველებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე - 99:89.
ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო
მატჩს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. მატჩის შემდეგ მან გვითხრა - ასეთი სპარინგ-შეხვედრები აუცილებელია იმისათვის, რომ ნაკრები კარგად მოემზადოს მომავალი ოფიციალური მატჩებისათვისო.
31 ივლისს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.
გამარჯვება ბელარუსთან, ესტონეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
თენგიზ პაჭკორია ტალინიდან სპეციალურად "ლელოსთვის"