31 ივლისს ჩვენმა იუნიორებმა გამარჯვება ვერ მოახერხეს, თუმცა საკმაოდ მოინდომეს და ღირებული წინააღმდეგობა გაუწიეს მასპინძლებს. პირველ პერიოდში თანაბარი ბრძოლა ვიხილეთ - ესტონელებმა მეოთხედი 21:18 მოიგეს. მეორეში სხვაობა უფრო გაიზარდა და დიდ შესვენებაზე მასპინძლები 13-ქულიანი უპირატესობით (42:29) გავიდნენ.
მოედანზე დაბრუნების შემდეგ ქართველები სიტუაციის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ ესტონელები უკეთესად გამოიყურებოდნენ; უფრო სწორად, თამაშობდნენ
ქართველებისგან გოგოძემ 12 ქულა, ტომარაძემ 9 ქულა, მიქელაძემ 8 ქულა მიითვალეს. ესტონელების რიგებში საუკეთესო იყო კენტ ვენემანი, რომელმაც 17 ქულა შესძინა თავის ნაკრებს და ესტონელთა მხრიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზიც დაიმსახურა.
საქართველოს ნაკრებში ასეთივე ჯილდო მიიღო გიორგი ცირეკიძემ. გუნდის კაპიტან ირაკლი მიქელაძეს კი გადასცეს თასი შეჯიბრებაში მეორე ადგილის დაუფლებისათვის. ქართველმა იუნიორებმა საინტერესო და ლამაზი თამაშით სპეციალისტებისა და მაყურებელთა სიმპათია დაიმსახურეს.
პირველი ადგილი დაიკავეს ესტონელმა ჭაბუკებმა, რომლებმაც მანამდე ბელარუსს სძლიეს.
თენგიზ პაჭკორია ტალინიდან, სპეციალურად "ლელოსთვის"
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები
მეორე და მაყურებელთა სიმპათია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სპარინგ-მატჩში ბელარუსი თანატოლები დაამარცხა