დავით უსტიაშვილის გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონატის 17 გუნდში მოხვედრა იქნება, რადგან ბოლო 3 გუნდი B დივიზიონში ვარდება.
საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს მეტოქეები მოგვიანებით გამოვლინდებიან, როცა მატჩები ყველა ჯგუფში დამთავრდება.
რაც შეეხება ბოლო ტურის მატჩს, ქართველები სერბეთს შეხვდნენ. სატურნირო თვალსაზრისით მატჩს მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა, რადგან ჯგუფიდან ვერც ერთი ნაკრები ვერ გადიოდა.
სერბებმა პირველი მეოთხედი 21:16 მოიგეს, მეორე მეოთხედში კი ლიდერობა გაიმყარეს და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი
ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს ვერავინ მიაღწია. სამმა კალათბურთელმა კი 8-8 ქულა შეაგროვა - ნიკა რამიშვილმა, შოთა გელაზონიამ და ლერი კვანტალიანმა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბერძნებმა დაძაბულ ბრძოლაში - 77:74 დაამარცხეს ლიტვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. ამ 2 გუნდთან ერთად ჯგუფიდან გერმანია გავიდა, რომელმაც წინა ტურში სერბეთი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 13 ივნისი
საქართველო 52:89 სერბეთი
16-21, 15-27, 7-20, 14-21
სატურნირო მდგომარეობა
1. საბერძნეთი 4 4/0 296/264 8
2. ლიტვა 4 3/1 323/252 7
3. გერმანია 4 2/2 273/270 6
4. სერბეთი 4 1/3 282/265 5
5. საქართველო 4 0/4 237/360 4
gbf.ge