პირველი შეხვედრა გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 20 ქულით - 56:76 წააგო, თუმცა, როგორც მატჩის მსვლელობას ეტყობოდა, ქართველებს მოგება შეეძლოთ.
ნაკრების მენეჯერის, შოთა ბენდელიანის თქმით, ესტონელებმა მეორე მეოთხედში ქართველების ინერტულობით ისარგებლეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს.
რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე შეხვედრა, რომელშიც ქართველმა 16-წლამდელებმა 18-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.
ორივე მატჩის სასტარტო ხუთეულში ითამაშეს გიგი გოგობერიშვილმა, ლევან გოგალაძემ და ვილი ისიანმა.
ეს უკანასკნელი ყველაზე
საქართველოს ნაკრები 15 ივლისს გეზს ბულგარეთისკენ აიღებს, სადაც - 17 და 18 ივლისს მასპინძელთა ნაკრებთან 2 საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
თბილისში დაბრუნებული ნაკრების შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელი ცვლილებებს მოახდენს, 2 კანდიდატის ნაცვლად გუნდში 3 სხვას ჩასვამს და ბულგარეთში 13 მოთამაშით გაემგზავრება.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ტალინი. 13 ივლისი
ესტონეთი 76:56 საქართველო
19:29, 25:7, 15:12, 17:17
საქართველო: გოგალაძე (4), გოგობერიშვილი (11), ლომიძე (4), ალიევი (6ქ, 4მ), ისიანი (15ქ, 15მ, 3ჩ); კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (8), თვალაბეიშვილი (2), გიორგაძე (2), სხირტლაძე (2), აფხაზავა
საქართველო 61:43 ესტონეთი
24:12, 9:7, 14:10, 14:14
საქართველო: გოგალაძე (8ქ, 4მ), გოგობერიშვილი (6ქ, 5 მ, 3პ), სხირტლაძე, გიორგაძე (2ქ, 5მ), ისიანი (15ქ, 10მ, 3ჩ), ალიევი (4ქ, 4მ, 5 დაფარება), კერესელიძე (2), ქვარაია, ცქიფურიშვილი (5ქ, 5მ), ლომიძე (15), თვალაბეიშვილი, აფხაზავა (4ქ, 4მ, 2ჩ)
gbf.ge