მე-15 ტურში სეზონის რეკორდი მოხსნებშიც დაფიქსირდა - თსუ-ელმა ილია ლონდარიძემ 20 მოხსნას მოუყარა თავი. აბსოლუტური რეკორდიც თსუ-ელს ეკუთვნის - ოთხი წლის წინათ რიჩარდ მათიაშვილმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი 30-ჯერ მოხსნა.
რეკორდებიდან ტურის სიმბოლურ ნაკრებზე გადავიდეთ. მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალი სიმბოლური ახლა გამოგვივიდა. თავად განსაჯეთ: ათუაშვილი 222
სიმბოლურ ნაკრებში მსროლელად დუდა სანაძე მოხვდა, რომელიც ამავე დროს სერგო ათუაშვილთან ერთად ტურის საუკეთესო კალათბურთელი გახდა. დუდამ "ბათუმი"-"აგრარულის" პრინციპულ მატჩში 31 ქულა ჩააგდო და ზღვისპირელების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
- სატურნირო თვალსაზრისით "აგრარულთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მაქსიმალურად მობილიზებულები შევხვდით წარმატებასაც მივაღწიეთ.
- დღეს გამთენიისას დასრულდა მატჩი "ატლანტასა" და "ჩიკაგოს" შორის. ჯორჯიელებმა შეატყვეს, რა, ჰორფორდს (31 ქულა) სროლა კარგად მისდიოდა, თამაში მასზე ააწყვეს. "აგრარულთან" ბათუმურ მატჩში, ალბათ შენზე ააგებდნენ თამაშს...
- "ატლანტას" მატჩს მეც ვუყურე, ჰორფორდი შესანიშნავად გაისარჯა. ყოველთვის ასეა - როცა ერთ მოთამაშეს სროლა მისდის, ყველა მას ეხმარება. "აგრარულთანაც" ასე იყო. მოხარული ვარ, რომ 31 ქულა ჩავაგდე და ეს პრესას შეუმჩნეველი არ დარჩენია.
- "ბათუმში" იანვარში გადახვედი. მას მერე ლაშა კეშელავა ბომბარდირობას შენ გითმობს.
- ლაშა ძლიერი კალათბურთელია, ახალგაზრდებს ძალიან გვეხმარება. იგი მძიმე ფორვარდად ირჯება, ბურთი კი უფრო მეტად უკანახაზელებს გვაქვს. ალბათ ამის შედეგია, მეტს რომ ვაგდებთ.
- ამპლუის შერჩევისას მამაშენის, გია სანაძის ფაქტორმაც ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი?
- 195 სმ სიმაღლისა ვარ. ჩემი სიმაღლის კალათბურთელებისთვის შესაფერისი ამპლუა მსროლელობაა. მეც ძალიან მიყვარს პერიმეტრის გარედან ტყორცნა. შემოდგომით კანარის კუნძულებზე აკადემიაში ვთამაშობდი, სადაც უმთავრესად პლეიმეიქერობა მიწევდა. საქართველოში კი მსროლელი ვარ.
- იანვარში "ენერჯიდან" "ბათუმში" გადახვედი.
- გამეხარდა, მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ ბათუმში რომ დამიძახა. ძლიერი გუნდი გვყავს და პლეი ოფში თამაშსაც ვაპირებთ, თანაც ღირსეულად. ახლახან კვიპროსიდან ნიკა ჩხატარაშვილი დაგვემატა და კიდევ უფრო გავძლიერდებით.
- ბოლოს განვლილ კარიერას გადავხედოთ.
- მამაჩემსაც სურდა მის კვალს გავყოლოდი და კალათბურთი პატარაობიდან მეც მიყვარდა. თამაში 7 წლისამ დავიწყე. "აკადემიაში" გელა წულაძის ხელმძღვანელობით ვვარჯოშობდი. შემდეგ, 15 წლის ასაკში ნიკო ჩერქეზიშვილთან გადავედი. სხვათა შორის, მისი ხელმძღვანელობით წლეულსაც ვთამაშობ: "სოხუმის" განაცხადში ვარ და თუ ჩემს თბილისში ჩამოსვლას 20-წლამდელთა მატჩები ემთხვევა სოხუმელებს ვეხმარები.
სტატისტიკური ლიდერები
ქულა
მოთამაშე გუნდი თ. ქ. ქ.საშ
1. ბექა ჩიკვილაძე სტუ 14 304 21.71
2. ლაშა ფარღალავა სოხუმი 12 252 21
3. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 12 233 19.42
4. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 212 17.67
5. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 12 209 17.42
6. ლაშა კეშელავა ბათუმი 13 222 17.08
7. კოტე ტუღუში არმია 13 217 16.69
8. ზვიად ბაბიაშვილი არმია 13 209 16.08
9. რევაზ ჩაჩანიძე აგრარული 14 217 15.5
10. გიგი ბარბაქაძე ქუთაისი 12 177 14.75
მოხსნა
მოთამაშე გუნდი თ. მეტ. საკ. ჯამი მ.საშ
1. რიჩარდ დამუსი სოხუმი 14 65 99 164 11.71
2. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 51 74 125 10.42
3. ლაშა კეშელავა ბათუმი 13 33 102 135 10.38
4. დავით იმნაძე შსს 10 36 60 96 9.6
5. ილია ლონდარიძე თსუ 14 54 76 130 9.29
6. კარლ დამუსი სოხუმი 14 53 73 126 9
7. კოტე ტუღუში არმია 13 23 91 114 8.77
8. დავით უგრეხელიძე არმია 9 37 41 78 8.67
9. ვასილ ბერუაშვილი სტუ 14 40 74 114 8.14
10. ჟულივეტ ტუჯანი შსს 13 31 74 105 8.08
პასი
მოთამაშე გუნდი თ. პ. პ.საშ
1. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 14 93 6.64
2. კოტე ტუღუში არმია 13 77 5.92
3. ბექა წივწივაძე შსს 13 66 5.08
4. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 12 57 4.75
5. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 53 4.42
6. გიორგი ტეტელაშვილი აგრარული 13 57 4.38
7. ტარიელ თავართქილაძე სამედიცინო 13 57 4.38
8. ლაშა ფარღალავა სოხუმი 12 52 4.33
9. რევაზ დიდია ქუთაისი 11 44 4
10. დავით არწივიძე სამედიცინო 8 32 4
ჩაჭრა
მოთამაშე გუნდი თ. ჩ. ჩ.საშ
1. ვასილ ბერუაშვილი სტუ 14 42 3
2. ირაკლი გულისაბედაშვილი სამედიცინო 14 40 2.86
3. მიხეილ ფანჩულიძე თსუ 12 31 2.58
4. ლაშა ფარღალავა სოხუმი 12 31 2.58
5. ბუბა ბერიშვილი ქუთაისი 13 32 2.46
6. ლევან ცეკვავა ენერჯი 13 31 2.38
7. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 14 31 2.21
8. გიორგი მარხვაშვილი თსუ 9 19 2.11
9. ბუბა კვიმსაძე ქუთაისი 12 25 2.08
10. ზვიად ანთაძე სტუ 13 27 2.08
დაფარება
მოთამაშე გუნდი თ. დ. დ.საშ
1. სამუელ ლამუ ენერჯი 14 27 1.93
2. ბექა ბექაური სამედიცინო 14 21 1.5
3. რიჩარდ დამუსი სოხუმი 14 20 1.43
4. დავით იმნაძე შსს 10 14 1.4
5. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 15 1.25
6. ჟულივეტ ტუჯანი შსს 13 15 1.15
7. კარლ დამუსი სოხუმი 14 15 1.07
შეცდომა
მოთამაშე გუნდი თ. შ. შ.საშ
1. ლაშა ფარღალავა სოხუმი 12 62 5.17
2. ლაშა ეძგვერაძე დინამო 11 47 4.27
3. ბექა ჩიკვილაძე სტუ 14 55 3.93
4. გიორგი გაფრინდაშვილი თსუ 14 50 3.57
5. გუგა პატარაია დინამო 13 46 3.54
6. რიჩარდ მათიაშვილი თსუ 12 40 3.33
7. ირაკლი მიქელაძე ბათუმი 12 40 3.33
8. ირაკლი სორდია სოხუმი 14 44 3.14
9. მაიკ მაქქერი სოხუმი 8 25 3.13
10. ლევან ცეკვავა ქუთაისი 13 40 3.08
რკორდები
ქულა
37 - ბექა ჩიკვილაძე (სტუ).
2-ქულა: 8/10. 3-ქულა: 5/10. საჯარიმო: 6/10.
18.12.10 სამედიცინო-სტუ
მოხსნა
20 - ილია ლონდარიძე (თსუ)
მეტოქის ფარზე: 10. საკუთარზე: 10.
26.02.11 თსუ-სამედიცინო
პასი
13 - გიორგი გაფრინდაშვილი (თსუ).
01.11.10 სტუ-თსუ
ჩაჭრა
9 - ვასილ ბერუაშვილი (სტუ).
05.02.11 თსუ-სტუ
დაფარება
5 - ანატოლი ბოისა (არმია).
13.11.10 სტუ-არმია
5 - ვასილ ბერუაშვილი (სტუ).
26.11.10 ბათუმი-სტუ
სიმბოლური ხუთეული
№1 ბუბა კვიმსაძე (ქუთაისი)
38 წუთი, 23 ქულა, 6 მოხსნა, 9 პასი, 6 ჩაჭრა.
№2 დუდა სანაძე (ბათუმი)
39 წუთი, 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.
№3 აკაკი დვალიშვილი (სამედიცინო)
34 წუთი, 25 ქულა, 13 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა.
№4 ილია ლონდარიძე (თსუ)
33 წუთი, 24 ქულა, 20 მოხსნა, 3 პასი, 5 ჩაჭრა, 4 დაფარება.
№5 სერგო ათუაშვილი (არმია)
32 წუთი, 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება.
მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე (ბათუმი).
.