ჩიკვილაძის კარგი გარჯა სტუ-ს "რუსთავთან" გამარჯვების საწინდარი გახდა.
- ბევრს ვშრომობ, მხოლოდ კალათბურთზე ვფიქრობ და ვცდილობ, იმ დონის მოთამაშედ ჩამოვყალიბდე, ნაკრებს რომ გამოადგება, - ასეთია ბექას კომენტარი.
მკითხველს მოეხსენება, რომ იგი
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩიკვილაძე საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში ბომბარდირთა შორის მესამეა (22.7 ქულა), გიორგი რევაზაშვილის (34.2), ავთო ლომინაშვილის (23.0) შემდეგ. ხოლო სუპერლიგაში №1 სნაიპერია (21.6).
- სტუ-ს ახალგაზრდულ პირველობასა და უმაღლეს ლიგაში სხვადასხვა მიზნები აქვს. დიდებში პლეი ოფის ზონაში ვართ და დიდი შანსია მეოთხედფინალში ვითამაშოთ. ვეცდებით პლეი ოფშიც არ შევირცხვინოთ თავი. 20-წლამდელთა ჩემპიონატში კი სამეულში ვართ და პირველობისთვის ვიბრძვით, - ესეც ბექას სიტყვებია.
***
20-წლამდელებში ჩემპიონობის მაძიებელმა კიდევ ორმა გუნდმა სპორტის სასახლეში შეკრებილ აუდიტორიას საინტერესო თამაში შესთავაზა: "სოხუმმა" პირველ ტაიმში თსუ-ს მცირედით აჯობა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის სუპერლიგაში "ბათუმის" მაისურით მოასპარეზე დუდა სანაძეს, რომელმაც საბოლოოდ 40 ქულას მოუყარა თავი.
მეორე ტაიმიდან კი თსუ-ელები ამოქმედდნენ და საბოლოოდ დამაჯერებლადაც მოიგეს - 95:79. გამარჯვებულთა შორის ორმაგი დუბლებით გამოირჩნენ დავით დეკანოიძე (26 ქულა, 14 მოხსნა) და ბექა ბექაური (22 ქულა, 16 მოხსნა).
***
"დინამოს" ბაზაზე ადგილობრივები "ქუთაისმა" ბოლო პერიოდში გატეხა - 34:12 მოუგო. საბოლოო ანგარიშიც იმერელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა - 94:65.
ქუთათურთა წარმატებაში 22-ქულიანი წვლილი (14 მოხსნა) შეიტანა მეფარე ავთანდილ ლომინაშვილმა, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა.
5 მარტი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 65:94
18:22, 20:22, 15:16, 12:34
დინამო: გულმაგარაშვილი (5ქ), ლომიძე (4ქ), ლ. მინაშვილი (17ქ), ოკრიბელაშვილი (8ქ, 6პ, 7ჩ), მჭედლიშვილი (4ქ, 9მ), მიმინოშვილი (9ქ, 11მ), ლახანაიძე (2ქ), შიოლაშვილი, მაჭარაძე (6ქ), ჭიჭვეიშვილი (10ქ).
ქუთაისი: ცაგარეიშვილი (10ქ, 4ჩ), გრძელიძე (12ქ, 9მ, 6პ), ჯინჭარაძე (8ქ), ბერძენაძე (3ქ), მესხი (12ქ), გელაშვილი, ტუკვაძე (6ქ, 8მ), ცირეკიძე (5ქ), ლომინაშვილი (22ქ, 14მ), ჭედია (1ქ), ქორიძე (15ქ, 7მ).
5 მარტი, თბილისი
თსუ-სოხუმი 95:79
19:18, 19:24, 23:14, 34:23
თსუ: კობაიძე, ლეჟავა (11ქ), ახალაია (2ქ), ბექაური (22ქ, 16მ, 3დ), მაისურაძე (26ქ, 8მ, 5პ, 4ჩ), დეკანოიძე (26ქ, 14მ), ჩქარეული (8ქ), სანაია.
სოხუმი: ჩერქეზიშვილი (10ქ, 4პ, 4ჩ), თავართქილაძე (10ქ, 4პ), მაჩალაძე (4ქ, 12მ), მეხრიშვილი (7ქ, 9მ), სულაბერიძე (6ქ), სნაძე (40ქ), კორძაძე (2ქ), ძიძიშვილი.
6 მარტი, თბილისი
სტუ-რუსთავი 95:54
18:17, 21:12, 19:16, 27:9
სტუ: ტეტელაშვილი (25ქ, 4პ), გურაბანიძე, ჩიკვილაძე (28ქ, 14მ, 10პ, 10ჩ), ლომოური (27ქ, 10მ), ჭოხონელიძე (9ქ, 7მ, 4ჩ), გუგულაშვილი, მაღრაძე, ქევხიშვილი (4ქ), ლობჟანიძე (2ქ).
რუსთავი: მებურიშვილი (6ქ, 5პ), გაგნიძე (6ქ), არაბული (9ქ, 10მ), დ. მაისურაძე (2ქ), დვალიშვილი (13ქ, 14მ), ჯანხოთელი (2ქ), უძილაური (2ქ), ოქროჭელიძე (2ქ, 10მ), დოლიაშვილი (2ქ), ჭიჭიკოშვილი (2ქ), ფხალაძე (6ქ), ობგაიძე (2ქ).
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 6 5 1 512/401 11
2. სოხუმი 6 4 2 491/452 10
3. სტუ 6 4 2 461/460 10
4. ქუთაისი 5 4 1 444/325 9
5. რუსთავი 5 2 3 320/402 7
6. დინამო 6 1 5 427/476 7
7. მაქაბი 6 0 6 381/520 6.
.