მიუხედავად იმისა, რომ მე-16 ტურში კიდევ რამდენიმე კალათბურთელმა უჩვენა ეფექტური თამაში, ტურის საუკეთესო კალათბურთელად კვიმსაძე დავასახელეთ, რომლის კარგი გარჯა ქუთათურებს შსს-ს ძლევაში დაეხმარათ.
ბუბასთან ინტერვიუ სამმაგი დუბლით დავიწყეთ.
- პირად სტატისტკიაზე, მით უმეტეს სამმაგ დუბლზე მატჩის მსვლელობისას ნამდვილად
- რის ხარჯზე დაამარცხეთ შსს?
- შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. ძალიან მონდომებულები ვიყავით, თამაშში გული ჩავდეთ და დაგვიფასდა კიდეც.
- შსს-სთან გამარჯვება თავდაჯერებას შეგმატებდათ. დასახულ მიზნებზეც ხომ არ იმოქმედებს?
- "ქუთაისის" უფროსობამ მიზნად ოთხეულში მოხვედრა დაგვისახა. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. თუმცა, ისე არ გაიგოთ, თითქოს, ნახევარფინალში მოხვედრის შემდეგ აღარ ვიბრძოლებთ, მაქსიმალურად ვეცდებით, რაც შეიძლება, მაღალი ადგილი დავიკავოთ.
- პირველი წრის შემდეგ ბუბა ბერიშვილის წასვლა გუნდზე როგორ აისახა?
- ყველაზე მეტად მე დამწყდა გული. ბუბას შესანიშნავად ვუგებდი. იგი ნამდვილად დაგვაკლდა, მაგრამ კალათბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელიც ერთ კაცზე არაა დამოკიდებული. "ქუთაისი" შეკრული გუნდია და წარმატებებს მეორე წრეშიც ვაღწევთ. ამასთან, დაგვემატა გოგა ცეკვავა, რომელიც გუნდს კარგად მოერგო.
ბუბა ბერიშვილის წასვლის შემდეგ თამაშის სტილი ცოტა შეიცვალა. მანამდე გამოკვეთილი პლეიმეიქერი არ გვყავდა, ხან მე ვათამაშებდი ბურთს, ხან ბერიშვილი. ახლა ამ ფუნქციას მე ვასრულებ, მეორე ნომრის პოზიციაზე თამაში თითქმის აღარ მიწევს.
- ჟურნალისტები ერთმანეთში მსჯელობისას სანაკრებო კანდიდატების განხილვისას შენს ვარიანტსაც განვიხილავთ...
- ნაკრებში გამოძახება გამიკვირდება. თუმცა, ეროვნულში თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა. როცა დრო იყო, მაშინ ვერ მოვახერხე ნაკრების მწვრთნელთა ყურადღების მიქცევა.
- ჩემი აზრით, საუკეთესო სეზონს სწორედ ახლა, 28 წლის ასაკში ატარებ...
- ამდენი სათამაშო დრო აქამდე არ მქონია. სხვათა შორის, კალათბურთისთვის თავი დანებებული მქონდა, მაგრამ მშობლიურ ქალაქში გუნდი რომ შეიქმნა, ახალგაზრდების დახმარება გადავწყვიტე. ქუთაისში არაერთი ვარსკვლავი გაიზარდა და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენს გუნდშიც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს.
.