რიჩარდი ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
თსუ-ს ლიდერ რიჩარდ მათიაშვილს 19 თებერვლის მერე არ უთამაშია. მას ვირუსი ჰქონდა, რომელიც გაურთულდა და ექიმებმა დატვირთვები აუკრძალეს. მან ვარჯიში ორშაბათს განაახლა და შესაძლოა, შსს-ს წინააღმდეგ შაბათის მატჩშიც ვიხილოთ.

- ვირუსი შემეყარა, რომელმაც ელენთასა და ღვიძლზე იმოქმედა და დატვირთვები არ შეიძლებოდა. სრული დატვირთვით ჯარაც ვერ ვვარჯიშობ, თუმცა თუ გუნდს დასჭირდა, შაბათს შესაძლოა მოედანზე გამოვიდე, - გვითხრა რიჩარდმა.

აქვე შსს-ს მეფარე დავით იმნაძეზე უნდა ვთქვათ. მას მუხლის ტრავმა აქვს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ სამკურნალოდ საჭირო ყველა პირობა შეუქმნა და უახოეს მატჩებში მოედანზე
მასაც ვიხილავთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული