ფანჩულიძე ტურის საუკეთესო კალათბურთელად დავასახელეთ. მასთან ერთად სუმბოლურ ხუთეულში გაფრინდაშვილი და შსს-ს მეფარე ჟულივეტ ტუჯანი მოხვდნენ. დარჩენილი ორი ადგილი "სამედიცინოს" გამთამაშებელმა ჯეფ როჯერსმა და აკაკი დვალიშვილმა შეავსეს. მათმა გუნდმა ბევრისთვის მოულიდნელად დიდი სხვაობით დაამარცხა "ქუთაისი".
ტრადიციისამებრ, გთავაზობთ ინტერვიუს ტურის საუკეთესო
- მიშა ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, რიჩარდ მათიაშვილი... ამ წრეში მეოთხე თსუ-ელი ხარ ტურის საუკეთესოდ რომ დავასახელეთ.
- ამას ობიექტური მიზეზები აქვს - იანვარში კარგად მოვემზადეთ და პირველი შედეგი ქორქია-საკანდელიძის თასზე გამოჩნდა. ის შეჯიბრებაც მოვიგეთ და თასის ნახევარფინალიც თითქმის მოგებული გვქონდა, მაგრამ უკანასკნელ წამზე "არმიელებმა" სამქულიანი ჩაგვიგდეს და ფინალში გავიდნენ. მას მერე თამაში არ წაგვიგია. წარმატების კიდევ ერთი მიზეზი გუნდური გარჯაა - თუ ერთ კალათბურთელს თამაში წაუვა ვცდილობთ მას დავეხმაროთ. არავინ ფიქრობს პირად სტატისტიკაზე. სწორედ ესაა თსუ-ს კოზირი.
- აქვე უნდა ვახსენოთ მაღალი ტემპი...
- მეტოქეებს სწრაფ თამაშს ვთავაზობთ. ბოლო ტურში შსს ტემპში აგვყვა და საინტეერსო შეხვედრა გამოვიდა. ამის გამო პირველ ტაიმში ორივე გუნდს დაცვაში თამაში სათანადოდ ვერ აეწყო და საწყის 20 წუთში მაღალი ანგარიში დაფიქსირდა. მეორე ნახევარში დაცვა ორივე გუნდმა გამოასწორა და ბოლო წუთებამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. მოხარული ვარ, რომ ოვერტაიმში უფრო მობილიზებულები ვიყავით და გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.
- თებერვალში ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვე. ახლა როგორ ხარ?
- ქუსლის ტრავმა მაქვს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება. ამიტომ, თამამად ვერ ვხტები და ვცდილობ გუნდს პერიმეტრიდან დავეხმარო.
- ბანკში ისევ მუშაობ?
- დიახ. დღისით ბანკში ვარ, საღამოს თსუ-სთან ერთად ვვარჯიოშობ. მართალია, ზოგჯერ ვარჯიშის გაცდენა მიწევს, მაგრამ ამის მიუხედავად ვცდილობ თსუ-ს მაქსიმალურად გამოვადგე. ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელება ჩემთვის იმიტომაცაა სასიამოვნო, რომ ვრწმუნდები - მიუხედავად იმისა, ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, გუნდისთვის მაინც მომაქვს სარგებელი.